საქართველოში ეკონომიკური ზრდა გრძელდება – გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
2021 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა დარგში დაფიქსირდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2021 წლის აგვისტოში მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,3% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2020 წელს ეკონომიკის 6,2%-ით ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან დარგების სწრაფი აღდგენის პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
რას ნიშნავს „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილი – თურნავამ განმარტა
წლის დასაწყისიდან რვა თვის განმავლობაში რეალური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.
2021 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა დარგში დაფიქსირდა: გადამამუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, ვაჭრობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში.
ვარდნა მხოლოდ სამშენებლო და სამთო-მოპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა.
2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ითვალისწინებს ახალ სამუშაო ადგილებს, სიღარიბის დონის კლებას, ეროვნული ვალუტის გამყარებას და საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას.
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი რეკორდულად იზრდება
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა როგორც 2020 წელთან, ისე პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით მაღალია.
„ეკონომიკური ზრდა მაღალია არა მხოლოდ 2020 წელთან შედარებით, რომელიც მართლა ნეგატიური და მძიმე იყო, არამედ პანდემიამდელ ძალიან წარმატებულ 2019 წელთან შედარებით. მაგალითად, შვიდი თვის ზრდა იყო 12.2%, რაც 7%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ზრდა. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2020 წლის ჩავარდნა არა მხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ ძალიან მაღალ პოზიტიურ ტრაექტორიას დაუბრუნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ყველა ახალი ამბავი
0