https://sputnik-georgia.com/20211001/saakashvilis-opisis-xelmdzgvaneli-adasturebs-rom-saqartveloshia-260071933.html
„3 დღის წინ დაგვემშვიდობა“ – სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოშია
„3 დღის წინ დაგვემშვიდობა“ – სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოშია
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას უკრაინაში მისი ოფისის ხელმძღვანელი აკეთებს. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T11:35+0400
2021-10-01T11:35+0400
2021-10-01T18:31+0400
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259988989_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_1f3afca6c0d6f3b577d59c5bacebde93.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, აცხადებს უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ტელეკომპანია „პალიტრასთან“.სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი დღის წინ დაემშვიდობა თანამშრომლებს და საქართველოში გამგზავრების გადაწვეტილება გააცნო.საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.„ოფიციალურად მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია“, – განუცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა „Sputnik–საქართველოს“. დღეს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა წარწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". შემდეგ ორი ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ბათუმის ქუჩებში სეირნობს.ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvili-batumshia-260068949.html
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvili-gancxadeba-260070953.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259988989_754:309:3072:2048_1920x0_80_0_0_4f9393378bcb30b97ef3c6dee95762a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი
„3 დღის წინ დაგვემშვიდობა“ – სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოშია
11:35 01.10.2021 (განახლებულია: 18:31 01.10.2021) მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას უკრაინაში მისი ოფისის ხელმძღვანელი აკეთებს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, აცხადებს უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ტელეკომპანია „პალიტრასთან“.
სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი დღის წინ დაემშვიდობა თანამშრომლებს და საქართველოში გამგზავრების გადაწვეტილება გააცნო.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა. უკან როდის დაბრუნდება, არ უთქვამს“, – განაცხადა მარია ბარაბაშმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
„ოფიციალურად მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია“, – განუცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა „Sputnik–საქართველოს“.
დღეს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა წარწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". შემდეგ ორი ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ბათუმის ქუჩებში სეირნობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა.