ამერიკელი სენატორი: სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა ქვეყანას არ წაადგება

CC BY 2.0 / Nicolas Raymond / Washington DC Capitolაშშ-ის სენატი
აშშ-ის სენატი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს არჩევნებზე დამსახურებულად დამარცხდა და დღევანდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე მისი ქვეყანაში დაბრუნება სასარგებლო ვერ იქნება.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა სიტუაციას კი არ განმუხტავს, არამედ პოლიტიკური ვითარების გამწვავებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
როგორც სენატორმა აღნიშნა, ექს-პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება სასარგებლო არ იქნება და ამ პროცესებს მსოფლიო ყურადღებით დააკვირდება.

„ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა თავისი შესაძლებლობა. ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. მე მაშინ დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე, როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“, – აცხადებს შაჰინი.

სენატორს იმედი აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მშვიდობიან გარემოში ჩაივლის, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქვეყანას სრული მხარდაჭერა ექნება.
„მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე, მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან, რათა ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ“, – აღნიშნავს სენატორი.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ზურაბიშვილი: კომენტარები პარტიიდან კი არა, სახელმწიფო უწყებებიდან უნდა მოდიოდეს
პარასკევს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს „ფეიკია“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში კი აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0