იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამით 194 სესხი გაიცა

© Government of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე 194 იპოთეკური სესხია დადასტურებული, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 21.292.903 ლარს შეადგენს, განაცხადა საქართველოს ეკონომიისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოში შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.

„მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეეხება ეს იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ახლადაშენებული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
პროგრამის თანახმად, ოჯახს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ისე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200.000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი ან შვილად აყვანილი არასრულწლოვანი. ასევე ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური