https://sputnik-georgia.com/20211001/cnobilia-sad-daakaves-saakasvili-260098499.html
ცნობილი გახდა, სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
ცნობილი გახდა, სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
Sputnik საქართველო
დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს ვიდეომიმართვისას არჩევნებზე წასვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T21:36+0400
2021-10-01T21:36+0400
2021-10-01T23:55+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260097678_0:0:3520:1980_1920x0_80_0_0_04b6392ced5744bab5d60629c944b504.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, ინფორმაციას ტელეკომპანია „TV პირველი“ ავრცელებს.ტელეარხის ცნობით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს ბინაში შესვლისთანავე ჩაბარდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის აყვანის სპეცოპერაციის დაწყებამდე ექს-პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის ჩაწერა და გავრცელება შეძლო.„დიდი ალბათობით, ახლა დამაკავებენ. მანამდე მინდა გითხრათ: არავის შეგეშინდეთ და მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა. ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე არაფრის მეშინია და ჩამოვედი, რათა გავიმარჯვოთ“, — ამბობ სააკაშვილი დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე.მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც მის მოსანახულებლად უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211001/------260098228.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260097678_844:0:3484:1980_1920x0_80_0_0_d50ad9b63a4c8ebc54f3f526754443a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ცნობილი გახდა, სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
21:36 01.10.2021 (განახლებულია: 23:55 01.10.2021) დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს ვიდეომიმართვისას არჩევნებზე წასვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, ინფორმაციას ტელეკომპანია „TV პირველი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს ბინაში შესვლისთანავე ჩაბარდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის აყვანის სპეცოპერაციის დაწყებამდე ექს-პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის ჩაწერა და გავრცელება შეძლო.
„დიდი ალბათობით, ახლა დამაკავებენ. მანამდე მინდა გითხრათ: არავის შეგეშინდეთ და მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა. ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე არაფრის მეშინია და ჩამოვედი, რათა გავიმარჯვოთ“, — ამბობ სააკაშვილი დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც მის მოსანახულებლად უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.