საქართველო Expo 2020 Dubai-ზე იქნება წარმოდგენილი

© press-service of Ministry of Economy and DevelopmentEXPO 2020 DUBAI
EXPO 2020 DUBAI 
 - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომელიც 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
წელს Expo 2020 Dubai-ზე 190-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. გამოფენის მთავარი თემაა Connecting Minds, Creating the Future, რომელიც კიდევ იყოფა ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.
ქართველი შეფმზარეულები მსოფლიო გასტრონომიულ კონკურსში მონაწილეობენ>>>
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პავილიონი განთავსებულია მდგრადი განვითარების სექციაში. გამოფენის მილიონობით დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას, ტურისტულ, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს.
საქართველოს პავილიონი ოთხ ნაწილად იქნება წარმოდგენილი:
მეღვინეობა
ქართული დამწერლობა
მდგრადი ტურიზმი, მისი კავშირი საქართველოს ბუნებრივ ლანდშაფტთან და ისტორიულ ძეგლებთან
ბიზნესის შესაძლებლობები
საქართველოს პავილიონში შესვლამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ცნობილი ქართველების სტენდი, რომლებიც მრავალი წელია შთააგონებენ თაობებს, ხელს უწყობენ ქალთა გაძლიერებას, სპორტის, მეცნიერების, განათლებისა და მუსიკის პოპულარიზაციას. პავილიონის გვერდითი ფასადი გააცნობს მნახველებს მსოფლიოში აღიარებული მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატებს.
© press-service of Ministry of Economy and Developmentგამოფენა EXPO 2020 DUBAI
EXPO 2020 DUBAI - Грузия участвует в международной выставке в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოფენა EXPO 2020 DUBAI
გარდა ამისა, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ აუდიო-გიდის მომსახურება და მოისმინონ საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაცია.
პავილიონში აჟღერდება ქართული ხალხური სიმღერები. ასევე წარმოდგენილი იქნება იუნესკოს მიერ აღიარებული ვიზუალური ექსპონატები – უძველესი ქვევრი, სვანური კოშკის ასლი და ქართული ანბანის ამსახველი ქანდაკება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე 29 დეკემბერს აღნიშნავენ ეროვნულ დღეს, რომელიც შედგება ოფიციალური გახსნის ცერემონიისა და გალა-კონცერტისგან. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები და სუხიშვილების ეროვნული ბალეტი.
სხვა თემატური აქტივობების ფარგლებში ასევე გაიმართება ქართული ღვინის, გასტრონომიისა და საქართველოს კალიგრაფიის დღე, რომელიც გამდიდრებული იქნება თეატრალური პერფორმანსით.
ღონისძიებები გაიმართება AL Wasl-ში, დუბაის ათასწლეულის ამფითეატრსა და საიუბილეო პარკში.
გარდა ხსენებული აქტივობებისა, ასევე იგეგმება ჭადრაკის დღის ორგანიზება, სადაც საქართველოს მოჭადრაკეთა გუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0