ქართველი შეფმზარეულები მსოფლიო გასტრონომიულ კონკურსში მონაწილეობენ

© Facebook / Georgian National Tourism Administrationსაქართველო გასტრონომიულ გამოფენაზე
საქართველო გასტრონომიულ გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, მიიჩნევენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში – Sirha 2021 და მსოფლიო გასტრონომიული კონკურსში BOCUSE-D'OR მონაწილეობს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საფრანგეთში გასტრონომიული კონკურსი BOCUSE-D'OR 23-27 სექტემბრს იმართება. 87 კონკურსანტი ქვეყნიდან ფინალურ შეჯიბრებაში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს.
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარდგა. საქართველოში ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება.

„საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გამოფენაზე ათიათასობით სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ პროდუქტებს“, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა BOCUSE-D'OR-ის ოჯახის წევრი და პროექტ Georgia - The Art of Feast - „საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას” ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც საქართველო საერთაშორისო გამოფენა Sirha-2019-ზე წარდგა.
პროექტი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება. ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ყველა ახალი ამბავი
0