https://sputnik-georgia.com/20211001/-------260099424.html
ხერხეულიძე: მიშასთვის ახლა ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა
ხერხეულიძე: მიშასთვის ახლა ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T21:55+0400
2021-10-01T21:55+0400
2021-10-01T23:43+0400
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260097691_0:512:2730:2048_1920x0_80_0_0_be4c706c4677a43cef69592a77855542.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს, ამისთვისაც მზად იყო, ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. სააკაშვილი ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია. სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
https://sputnik-georgia.com/20211001/cnobilia-sad-daakaves-saakasvili-260098499.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260097691_0:456:2123:2048_1920x0_80_0_0_28eea77b9f844fd3d828fab189f373df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი
ხერხეულიძე: მიშასთვის ახლა ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა
21:55 01.10.2021 (განახლებულია: 23:43 01.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს, ამისთვისაც მზად იყო, ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. სააკაშვილი ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს. ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც“, - წერს ხერხეულიძე.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.