დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 სექტემბერი

© Pixabay / 12019მზის ჩასვლა მთების ფონზე
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 30 სექტემბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი მოლაპარაკებები. დამღლელი აღმოჩნდება ყოველდღიური, რუტინული საქმეები, რადგან სულს რამე ახალი სჭირდება. ეცადეთ მოძებნოთ ისეთი საქმე, რომელსაც შემოქმედებითად მოეკიდებით. ეს უამრავ პოზიტივს მოგიტანთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 სექტემბერი>>
ვერძი: დიდი მოთმინებაა საჭირო, დასახულ მიზნებს რომ მიაღწიოთ. საჭირო შედეგის მისაღწევან ხანდახან რამდენიმე მცდელობა გჭირდებათ. ჩვეული საქმეებიც კი შეიძლება გართულდეს. ამასთან, არაა გამორიცხული, დაგაღალატონ ადამიანებმა, ვისი დახმარების იმედიც გქონდათ. ასტროლოგები გირჩევენ, რთული საკითხის გადასაწყვეტად არსებულ ვითარებას სხვა კუთხიდან შეხედოთ და მოძებნოთ აქამდე შეუმჩნეველი შესაძლებლობები.
ევრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ოქტომბერი – ფინანსური წარმატების თვე ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის
კურო: უჩვეულო და ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ. ხშირად გიწევთ რამე ახლის გამოგონება, ექსპერიმენტების ჩატარება. ეს გახარებთ, რადგან ნამდვილად მოსაწყენი იქნებოდა მხოლოდ ინსტრუქციის ან სხვისი დავალებების მიხედვით მოქმედება. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. გექნებათ შანსი, რომ გაიცნოთ სრულიად განსხვავებული ადამიანები. მათთან ურთიერთობები დიდ ემოციებს მოგიტანთ.
ტყუპი: საკმაოდ დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი დღე იქნება. ბევრ სასარგებლოს გააკეთებთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. სიხარულს გგვრით სხვების დახმარება. ამისთვის მზად ხართ, რომ საკუთარი საქმეები გადადოთ და გაჭირვებაში ჩავარდილს დაეხმაროთ. ჰარმონიულად ვითარდება პირადი ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად.
კირჩხიბი: სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ძალიან მწვავედ რეაგირებთ წვრილმანებზე, გულთან ახლოს მიგაქვთ ბევრი რამ. ეცადეთ, უაზრო დეტალებს არ მიაქციოთ ყურადღება და მთელი თავით მნიშვნელოვან საქმეებზე გადაერთოთ. კარგი დღეა სწავლისთვის. სასიამოვნო და საინტერესო იქნება იმ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც მზად არიან თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიარონ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
ლომი: მარტივი დღე არ გექნებათ, მაგრამ მაინც მიაღწევთ წარმატებას. მიზანსწრაფულობა ბევრი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ზოგიერთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ძალიან ჯიუტი ხართ, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან არ ღირს სირთულეების წინაშე უკან დახევა. დიდ დროს წაგართმევთ სახლის საქმეები. არაა გამორიცხული, რომ ახლობლებმა რამე თხოვნით მოგმართონ.
ქალწული: ძალზე ნაყოფიერი დღეა. გამოჩნდება ბევრი ახალი საქმე და ამოცანა, რომლებსაც შესანიშნავად გაუმკლავდებით. ამასთან, შესაძლოა ისეთი ნიჭი გამოავლინოთ, რომელზეც სხვებს აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდათ. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა ხანდახან რთული იქნება. პირდაპირ ამბობთ იმას, რაც გულში გაქვთ. ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ სწორედ გულწრფელობა აგარიდებთ გაუგებრობებს ირგვლივ მყოფებთან.
სასწორი: საკმაოდ მშფოთვარე დღე გელოდებათ. გაგიჭირდებათ ერთ კონკრეტულ საქმეზე ყურადღების კონცენტრირება. როგორც კი სერიოზულ საქმეს მოჰკიდებთ ხელს, მაშინვე რაღაც ან ვიღაც გაფანტინებთ ყურადღებას. მნიშვნელოვანია, რომ უარი არ თქვათ თქვენს მიზნებზე და არ გადადოთ საქმე. ყველაფერი გამოგივათ, თუ რპიორიტეტებს სწორად გაანაწილებთ და საკუთარი ძალების იმედი გექნებათ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2019
ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მათი გულის დაპყრობა ძალზე რთულია
მორიელი: დილით დაძაბული მომენტები გელოდებათ. ბევრი რამ შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს. ეს გაგანერვიულებთ. ამასთან, ყოველთვის ვერ ახერხებთ გარკვევას, რომელი საქმე უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და მიზნების მიღწევა უფრო ადვილი იქნება. საღამო კარგი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ.
მშვილდოსანი: დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად არახელსაყრელი დროა. რთული იქნება საერთო ენის გამონახვა იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც ყოველთვის კარგად ეწყობოდით. აქედან გამომდინარე, დილით მარტომ იმოქმედეთ. დღის მეორე ნახევარში ურთიერთობების პრობლემები აღარ იქნება და ადვილად შეძლებთ შეთანხმებას როგორც საქმეზე, ისე პირად ურთიერთობებში. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.
თხის რქა: მნიშვნელოვანი საქმეებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება დღის პირველი ნახევარი. ადვილად გაუმკლავდებით იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. იპოვით ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ ან რჩევას მოგცემენ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. კარგი პერიოდია ფიქრისა და გეგმების დასაწყობად, თუმცა მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება ჯერ არ ღირს. პირად ურთიერთობებში ინტუიციას მიენდეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ
მერწყული: ხელსაყრელი დღეა ბევრი საქმისთვის. პროგრესის მიღწევა შეიძლება ისეთ საქმეში, რომელიც უიმედოდ გეჩვენებოდათ. გწამთ საკუთარი ძალების და უკან დახევას არ აპირებთ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. შესაფერისი დღეა ძველ ნაცნობებთან შესახვედრად, მათთან, ვისაც კარგად ესმის თქვენი. შეგიძლიათ აღადგინოთ ძველი კავშირები, შეურიგდეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც რაღაც მიზეზის გამო გაწყვიტეთ.
თევზები: დღის პრიველი ნახევარი ხელსაყრელი დროა უჩვეულო და ახალი საქმეების გასაკეთებლად. შესაძლოა, რთული იყოს ახალთან შეჭიდება, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება. მოგიწევთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რაც გახარებთ. მოუსმინეთ ინტუიციას, რომელიც გამარჯვებასთან მოკლე გზით მიგიყვანთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის მეგობრებთან, ნათესავებთან.
ყველა ახალი ამბავი
0