დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 სექტემბერი

© Pixabay / Vladimir163rusლიანდაგი
ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2021 წლის 29 სექტემბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დილით თავის გაკონტროლება ყველაზე მშვიდ ადამიანსაც გაუჭირდება. შესაძლებელია რაღაც მოულოდნელი მოვლენები, უცნაური თანხვედრები, შემთხვევები, რაც აგაღელვებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად საინტერესოდ წარიმართება. ბევრი პრობლემა თავისთავად გადაიჭრება, იპოვით პასუხებს რთულ კითხვებზე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 სექტემბერი>>
ვერძი: დიდი ალბათობით, დღე ისე არ წარიმართება, როგორც თქვენ გაქვთ გათვლილი. შესაძლებელია რაღაც მოულოდნელი მოვლენები, სიახლეები, რომლებიც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს. არაა გამორიცხული ცვლილებები საქმიან სფეროში. ბევრ თქვენგანს მოუწევს სრულიად ახალი საქმის შესრულება. გელოდებათ უჩვეულო შეხვედრები, შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ისტორიის დაწყება. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2018
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც იღბალი არასდროს ტოვებს
კურო: დღე ძალზე წარმატებულად იწყება. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, ამაღელვებელი სიახლეები. მზად ხართ, გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ, უკან დახევას არც იფიქრებთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოუსმინოთ ინტუიციას. მისი მინიშნებები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. ადვილად ეკონტაქტებით ადამიანებს.
ტყუპი: დღის პირველი ნახევარი არაა შესაფერისი დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. შესაძლოა, გაგიჭირდეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, გარკვევა იმაში, თუ როგორ გაუმკლავდეთ საქმეებს. მოსალოდნელია ჩვეულებრივზე მეტი კამათი. ვითარება მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. დღის მეორე ნახევარში იღბალი თქვენ გვერდით იქნება. შესანიშნავი დროა რამე ახალი საქმის დასაწყებად. შეგიძლიათ გამოიჩინოთ ინიციატივა პირად ურთიერთობებში.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში ძნელი იქნება მღელვარების თავიდან აცილება. გულთან ახლოს მიგაქვთ ყველაფერი, სულ მცირე უიღბლობაც კი, ბევრ რამეზე მწვავედ რეაგირებთ. საბედნიეროდ, გვერდით გეყოლებათ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარი საინტერესო და ნაყოფიეი იქნება. ენთუზიაზმით შეეჭიდებით ახალ საქმეებს, მიაღწევთ წარმატებებს. ოჯახში მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ
ლომი: ხელსაყრელი დღეა. ბევრი რამ გამოგდით კარგად, ხშირად აღწევთ წარმატებას. მტკიცედ ხართ განწყობილი და უკან არ იხევთ დაბრკოლებების გაჩენის დროს, ჩანაფიქრზე უარს არ ამბობთ. გექნებათ ძველ მეტოქეებზე გამარჯვების შანსი. მოსალოდნელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან. ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებული ბევრი გადაწყვეტილება წარმატებული აღმოჩნდება.
ქალწული: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. მტკიცედ ხართ განწყობილი, ბევრ საქმეში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, რთული საკითხების გადაჭრა. მოსალოდნელია სამუშაოსთან დაკავშირებით კარგი სიახლეების გაგება. ბევრი თქვენგანი გაერკვევა თავის სამომავლო პროფესიულ გეგმებში. კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. საერთო ენას ადვილად პოულობთ ადამიანებთან. შესაძლებელია ძველი ურთიერთობების აღდგენა.
სასწორი: დღის პირველი ნახევარი შეიძლება ძალიან დამღლელი აღმოჩნდეს. ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, ამასთან ერთად, სხვების შეცდომების გამოსწორებაც. გარშემომყოფები განიცდიან და ღელავენ, მაგრამ თქვენ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ცდილობთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ სიახლეების გამო, მაგრამ ეს მხოლოდ გაგახარებთ. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიამოვნო სიურპრიზები.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ
მორიელი: ხელსაყრელი დღეა, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად გამოდგება. თუ საჭირო გახდება, დამხმარესაც იპოვით. ადვილად მოახერხებთ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმებას. შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს ურთიერთობები, რომელსაც ბოლო დროს ბზარი შეეპარა. დღევანდელი მოვლენები გიბიძგებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. არაა გამორიცხული, რომ დღეიდან ახლებურად შეხედოთ ბევრ რამეს.
მშვილდოსანი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. შეძლებთ ადამიანების დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში, თქვენი იდეებით დაინტერესებას. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც თამამი გეგმები გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის წყალობით განახორციელოთ. ერთნაირად კარგად უმკლავდებით როგორც ჩვეულ, ისე ახალ საქმეებს. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევები. ხშირად ამას უკეთესობისკენ ცვლილებები მოსდევს პირად ურთიერთობებში.
თხის რქა: დღე წარმატებით ჩაივლის, თუ წვრილმანების გამო არ ინერვიულებთ, არ გაბრაზდებით გარშემომყოფებზე. მშვიდობიანი და მეგობრული განწყობა ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან, შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. სამსახურში დიპლომატიური უნარები გამოგადგებათ. ამის წყალობით არ მოგიწევთ ბევრი დროის ხანგრძლივ კამათზე დახარჯვა კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
მერწყული: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ყველას აჩვენებთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. თქვენი ნიჭი და უნარები დააინტერესებს ადამიანებს, რომლებზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არ გაგიკვირდეთ, თუ მოულოდნელ წინადადებას მიიღებთ. შესაძლოა, სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება გახდეს თქვენს კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისად. კარგი დროა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც.
თევზები: საისამოვნო და მსუბუქი დღეა. შეგიძლიათ გააკეთოთ საქმე, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. ხელს არავინ შეგიშლით, პირველ წარმატებებსაც მალე მიაღწევთამას გარდა, ახალი საქმიანობა ხშირად ახალ ნაცნობებს უკავშირდება. დაგაინტერესებთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებიც განსხვავებული არიან თქვენი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. ახლობლები სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0