„ვაქცინური“ გადარჩევა: მოხვდებიან თუ არა აუცრელი სტუდენტები აუდიტორიებში

© photo: Sputnikთერმოსკრინინგი
თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სწავლა ამ დრომდე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ უნივერსიტეტებში სწავლა დასწრებულ ფორმატში განახლებულიყო, პროფესორებისა და სტუდენტების ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ამის აუცილებლობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯერ კიდევ ზაფხულში ისაუბრა სლოგანით – „უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები“.
როგორც ამირან გამყრელიძემ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში მივა, ორჯერადად უნდა იყოს ვაქცინირებული. მისი თქმით, სკოლებთან ერთად ვაქცინაცია უნივერსიტეტებშიც უნდა ჩატარდეს, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების 60-70% უნდა აიცრას.

„იქნებ ამ კუთხით გარკვეული მარათონიც ჩაატაროთ, ჩავერთვებით ჩვენც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. მე არავის ვავალებ, ამის უფლებაც არ მაქვს, მე მხოლოდ მოვუწოდებ“, – განაცხადა მაშინ გამყრელიძემ.

გამყრელიძის აღნიშნულ განცხადებას მისი მოადგილე პაატა იმნაძე იმავე დღეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლექტორებისა და სტუდენტების ვაქცინაცია იძულებითი ღონისძიება არ იქნება, „თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტექსტში გაითვალისწინონ ეს“.
დღეს უკვე 30 სექტემბერია. საკოორდინაციო საბჭომ უმაღლეს სასწავლებლებს ნება დართო, რამდენიმე დღეში სწავლა აუდიტორიებში, დასწრებულ ფორმატში განაახლონ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, უნივერისტეტების უმრავლესობას ჯერ კიდევ არა აქვს გადაწყვეტილი, როდის დაიწყება სწავლა აუდიტორიებში.
საინტერესოა, როგორია უნივერისიტეტების მიდგომა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, არის თუ არა სტუდენტი ვალდებული, ორჯერადად იყოს ვაქცინირებული, რათა ლექციებს აუდიტორიაში დაესწროს.
აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გახდება თუ არა აცრა სავალდებულო – ამირან გამყრელიძის განმარტება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდა, მასობრივად ჩართულიყვნენ ვაქცინაციის კამპანიაში. სასწავლებლის მიერ მიმდინარე წლის ივლისში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან (2021/22) სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ.
როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, მათი სტუდენტებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არაა, თუმცა იმისათვის, რომ ისინი აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში იყვნენ დაშვებული, უნდა წარადგინონ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან იყვნენ ვაქცინირებული.
ამასთან, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების მიხედვით, სრულად ვაქცინირებულმა სტუდენტებმა პერსონალურ გვერდზე უნდა ატვირთონ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ბარათი QR–კოდით.
ბოლო მონაცემებით (2021 წლის 19 აგვისტო), ვაქცინირებულია თსსუ-ის საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების 80%-ზე მეტი, აკადემიური პერსონალის, მოწვეული მასწავლებლების 95%-ზე მეტი, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის 90%-ზე მეტი.
თბილისში იძულებით ვაქცინაციას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისში იძულებით ვაქცინაციას აპროტესტებენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდა, მასობრივად ჩართულიყვნენ ვაქცინაციის პროცესში, „რათა სექტემბრისთვის, როდესაც იგეგმება 2021/2022 წლის სასწავლო წლის დაწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას უნივერსიტეტში“.
თუმცა, როგორც თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამ ეტაპზე ზუსტად არაა ცნობილი, განახლდება თუ არა სწავლა აუდიტორიებში 4 ოქტომბერს. აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ინფორმაცია და ბრძანება იმის შესახებ, ვალდებული იქნება თუ არა უნივერსიტეტის სტუდენტი, ორჯერადად იყოს ვაქცინირებული, რათა ლექციებს აუდიტორიებში დაესწროს. ამ დრომდე სტუდენტებს არ აქვთ ვალდებულება, იყვნენ ვაქცინირებულები და ამის გამო არ აქვთ შეზღუდვა – დაეწრონ ლექციებს ონლაინ-ფორმატში.
ბოლო მონაცემებით (2021 წლის 20 სექტემბერი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების 70%-მდე და სტუდენტების 40%-ზე მეტი არის აცრილი.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კიდევ რამდენი ადამიანი შეიძლება აიცრას თავისი ნებით საქართველოში: გამყრელიძის პროგნოზი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)
როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამ ეტაპზე ილიაუნში არ იგეგმება არანაირი შეზღუდვა აუცრელი სტუდენტის აუდიტორიაში დაშვებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, ექნებათ თუ არა ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ ვაქცინირებულ სტუდენტებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 18 ოქტომბერს განახლდება, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არაა ცნობილი, სწავლების რა ფორმატს აირჩევს უნივერსიტეტი.
აგვისტოს მონაცემებით, ილიაუნში აკადემიური პერსონალის 90% აცრილია, აცრილია ასევე ადმინისტრაციული შტატის უმრავლესობაც.
საქართველოში ლტოლვილების ვაქცინაციის ახალი კამპანია დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“ – ახალი კამპანია საქართველოში
კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტშიც ჯერ არ იციან განახლდება თუ არა სწავლა 4 ოქტომბრიდან აუდიტორიებში და შესაბამის ინფორმაციას ელოდებიან. რაც შეეხება სტუდენტების ვაქცინაციას, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არაა, უნივერსიტეტის პოლიტიკით და შინაგანაწესით, აუცილებელია სტუდენტი ორჯერადად იყოს ვაქცინირებული, ან ბოლო პერიოდში ჰქონდეს გადატანილი კორონავირუსი, რათა ლექციებს აუდიტორიაში დაესწროს.
რაც შეეხება ონლაინ-ფორმატით სწავლებას, კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუცრელ სტუდენტებს შეზღუდვა არ ჰქონდათ, დასწრებოდნენ ლექციებს, თუმცა ყველა სტუდენტი ვალდებული იყო საკუთარი კოვიდ-ისტორია (ინფიცირების სტატუსი, ვაქცინაცია) აეტვირთა შესაბამის გრაფაში.
ბოლო მონაცემებით, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 95%-ზე მეტია ვაქცინიერებული. ჯერჯერობით არაა ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი სტუდენტია ვაქცინირებული.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რატომ ამბობს მოსახლეობა უარს ვაქცინაციაზე?
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტშიც სწავლა 4 ოქტომბერს ონლაინ-ფორმატით განახლდება. ჯერჯერობით ცნობილი არაა, როდის დაიწყება სწავლა აუდიტორიებში.
როგორც სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამ ეტაპზე არაა არანაირი ინფორმაცია, იქნება თუ არა შეზღუდვა აუცრელი სტუდენტების აუდიტორიებში დაშვებასთან დაკავშირებით.
ასევე არააა ცნობილი, ამ უნივერსიტეტის რამდენი სტუდენტი ან ლექტორია ვაქცინირებული.
ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოში შეიტანა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მასწავლებლების და სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას გულისხმობს.
ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირდა. 29 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.774.769 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 978.640 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 796.129 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 27,9%.
ყველა ახალი ამბავი
0