ახალი საქმე კეზერაშვილის წინააღმდეგ - საფრთხე მედიისთვის თუ სასჯელი კორუფციისთვის

© photo: Sputnikტელეკამერა
ტელეკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოფილი მინისტრისგან მის მიერ მიყენებული ზარალის - 5 მილიონი ევროს ანაზღაურებას მოითხოვს
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. არჩევნებამდე ორი დღით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოითხოვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის მიერ 5 მლნ ევრო სახელმწიფო თანხის მითვისებაზე, რაშიც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.
იური ეხანუროვი და დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმეს მედიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ.
ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი მიმართულია ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელიცაა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკი.
„ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს „ფორმულას“ არსებობა და რომ შეეძლოს ხვალვე დახურავდა. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არის „ფორმულას“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რადგან კომპენსაციის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა დაყადაღდეს მისი ქონება", - ამბობს ჯანგირაშვილი.
სხვა მოსაზრება გააჩნია პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ლევან იოსელიანს. მისი თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა მან გამდიდრება ასეთ მოკლე პერიოდში.
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
„როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოვიდა, როგორც ერთ-ერთი ჩინოვნიკი და თავისი საქმიანობა დაასრულა ისე, რომ მილიონერი გახდა? კითხვაზე, საიდან იშოვა ფული და არის თუ არა ის საქართველოდან წაღებული, მას პასუხი არ გაუცია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
თავდაცვის სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, ფაქტის შეფასებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ გააკეთებს.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას შევისწავლით. ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვნახავთ, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა ერთი მოულოდნელი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს, მოეწოდებინათ მათი გადაწყვეტილება, გვითხრეს, რომ არსებობს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილი ამ საქმეზე არ არსებობს... ამიტომ, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც საბოლოოდ შედგენილი იქნება თავისი სამოტივაციო ნაწილით“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მთავრობის პოზიცია გაახმოვანა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს.
„ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში. ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბატონი კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის. კერძოდ, თუ არ ვცდები, ხუთი მილიონი დოლარი იქნა გადარიცხული ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არც სერვისი არ იქნა გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრავი და გამოძიება ყველა ამ ფაქტს გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტელეარხ „ფორმულას“ პოზიცია

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ტელეარხზე მორიგ შეტევას უკავშირებს. მისი თქმით, მთავრობის ეს რეაქცია გამოიწვია ტელეარხის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის შედეგები მმართველ პარტიას არ მოეწონა.
როგორც გუმბარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ტელეკომპანია უკვე მოელაპარაკა Edison Research-ს, და მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში არჩევნების დღეს ეგზიტპოლებს სწორედ ის ჩაატარებს.
მართლმსაჯულების ფიგურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2018
დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე გაამართლა
„ორშაბათს „ფორმულას“ ეთერში გავიდა Edison Research-ის მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა „ფორმულასა“ და მის დამფუძნებელზე“, - განაცხადა გუმბარიძემ.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ქართულ მედიასივრცეში 2019 წლის ოქტომბერში გაჩნდა. მისი მფლობელის, დავით კეზერაშვილის თქმით, ოპოზიციური ტელეარხის გახსნის სურვილი მას გაუჩნდა თბილისში 20 ივნისს მომხდარი მოვლენების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია დაარბია.
კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში იკავებდა. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე წარუდგინეს, რომელთაგან ოთხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2013 წელს კეზერაშვილი, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ინტერპოლმა ძებნაში გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს მისი გვარი ძებნილთა სიიდან ამოიღო. კეზერაშვილი ასევე ისრაელის მოქალაქეა, ცხოვრობს ლონდონში და ბიზნესით არის დაკავებული. ბოლო დროს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტელეარხ „ფორმულას“ აფინანსებს.
საქართველოს ხელისუფლება კეზერაშვილის ექსტრადიციას ორჯერ მოითხოვდა - პარიზში 2013 წლის ოქტომბერში და შემდეგ ლონდონში, 2016 წლის აპრილში. ორივეჯერ ევროპულმა სასამართლოებმა ყოფილი მინისტრის ექსტრადიციაზე უარი თქვეს.
ყველა ახალი ამბავი
0