დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Nino Melia / გადასვლა მედიაბანკშიიური ეხანუროვი და დავით კეზერაშვილი
იური ეხანუროვი და დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კეზერაშვილზე და მის მფლობელობაში არსებულ ოპოზიციურ ტელეარხ Formula-ზე ზეწოლის მიზნით.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე), განუცხადა „პირველ არხს“ ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
ადვოკატის თქმით, უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გახარიას მეორედ მოსვლა: ვინ დგას მის უკან
გელხაური მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კეზერაშვილზე და მის მფლობელობაში არსებულ ოპოზიციურ ტელეარხ Formula-ზე ზეწოლის მიზნით.
„სამი წლის მერე როდესაც საქმეს თაროდან ჩამოიღებ, განხილვის ყველანაირი ვადა აქვს გაშვებული უზენაეს სასამართლოს. სამი წლის მერე ამ საქმის ჩამოღება, მსჯელობა და განაჩენის შეცვლა, სადაც პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს და დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ მიიჩნიეს, არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ არის მისი დასჯა წინასაარჩევნოდ, თუნდაც ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო პოლიტიკოს გამო. ეს არაერთხელ განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა“, - განაცხადა ადვოკატმა.
დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2019
დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის
იურისტის თქმით, დაცვის მხარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 2008 წელს კეზერაშვილმა 5 მილიონ ევროზე მეტი გადაურიცხა კომპანიას Girwood Business Corp, რომელიც ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. პროკურატურის ვერსიით, ეს თანხა სამხედრო წვრთნებზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ საბოლოოდ ეს წვრთნები არ ჩატარდა.
საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე წარუდგინეს, რომელთაგან ოთხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2013 წელს კეზერაშვილი, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ინტერპოლმა ძებნაში გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს მისი გვარი ძებნილთა სიიდან ამოიღო.
2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ევროს გაფლანგვის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი გაამართლა.
ყველა ახალი ამბავი
0