გახარიას მეორედ მოსვლა: ვინ დგას მის უკან

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
გახარიას უკან მყოფი პირების ძებნის ძირითადი მიზეზი გახდა ფინანსები, რომლებსაც პარტიები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების თანახმად, საკუთარ თავზე ხარჯავენ.

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ქართველმა პოლიტიკოსმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შაბათს წარადგინა თავისი ახალი პარტია და გუნდი, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
არ უნდა ვიცხოვროთ ერთსართულიან სახლში ცათამბჯენების ეპოქაში - გახარიამ პარტია წარადგინა

გახარიას გუნდი, რომელიც მან პრეზენტაციაზე წარადგინა, შედგება ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკებისგან, საშუალო რგოლის ბიზნესმენებისგან და ნაკლებად ცნობილი ადამიანებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის პრეზენტაციას არ ესწრებოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ან ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი, ქართული მედია გაივსო ჭორებით იმის შესახებ, თუ ვისი პროექტია გახარია - ივანიშვილის თუ ოპოზიციის.

გახარიას უკან მყოფი პირების ძებნის ძირითადი მიზეზი გახდა ფინანსები, რომლებსაც პარტიები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების თანახმად, საკუთარ თავზე ხარჯავენ. არჩევნებზე სერიოზული შედეგის დამდები მსხვილი პარტიების ხარჯები წელიწადში დიდი თანხებით იზომება და, ბუნებრივია, ვერცერთი პარტია ვერ გაიტანს თავს ბიზნესმენთა შემოწირულობების გარეშე.

თავად გახარიამ ჭორებზე მოკლე პასუხი გასცა.

„არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

მაგრამ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნიათ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გახარია: ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს

პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გახარიას გეგმების უკან დგას ივანიშვილი, რომელსაც მისმა შექმნილმა „ქართულმა ოცნებამ“ იმედები გაუცრუა.

„ის, რომ გახარია არ გადადგამს რადიკალურ ოპოზიციურ ნაბიჯებს ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე, ყველასთვის ცხადია. ივანიშვილი, როგორც ჭკვიანი ბიზნესმენი, მიხვდა, რომ მმართველი პარტიის დრო წავიდა და მას მძლავრ და მმართველ პარტიად ურჩევნია გახარიას პარტიის ხილვა, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს" და ა.შ. ", - განაცხადა ცინცაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამან გამოიწვია „ქართული ოცნების“ გაღიზიანება, რომელიც ჯერ კიდევ პარტიის პრეზენტაციამდე მიანიშნებდა, რომ მათი ყოფილი მოკავშირის, გიორგი გახარიას პარტიის უკან დგას ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც ოპოზიციის დამფინანსებელი.

„გახარიას აქვს პერსპექტივა. ბუნებრივია, არ უნდა ველოდოთ, რომ ის თავბრუდამხვევ გამარჯვებას მოიპოვებს ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ ის სერიოზულად შეასუსტებს მმართველი პარტიის პოზიციებს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვას", - აღნიშნა ცინცაძემ.

ამავდროულად, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ გახარიას პარტიის შექმნის კომენტირებისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მასში „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხეს ხედავს.

გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭო წარადგინა

„პრეზენტაციიდან გამომდინარე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გახარია და მისი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ საჭირო ხმების 43%-ის მოპოვებაში პრობლემად იქცევა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ მოაგროვებს, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

მაგრამ ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ გახარია, უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, კოალიციაში მმართველ პარტიასთან შევა.

კონკურენტების პირველი შეფასებები

ოპოზიციური პარტიები გახარიას პოლიტიკაში და მათ რიგებში დაბრუნებაზე ძალიან მოკლე შეფასებებით შემოიფარგლნენ.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრობლემა გახდება და მას ხმებს წაართმევს, რათა შემდგომში შექმნას კოალიცია და მასთან ითანამშრომლოს, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძემ აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ გაირკვეს გახარიას როლი ქართულ პოლიტიკაში, გარკვეული დროა საჭირო.

ხოლო პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერისთვის, იაგო ხვიჩიასთვის გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება საინტერესო აღმოჩნდა.

„ის, რომ ახალი ადამიანი შემოდის ოპოზიციაში, რომელსაც სპეციფიკური პოლიტიკური „სივი“ აქვს, პოლიტიკურ თამაშს ალბათ ეს უფრო საინტერესოს გახდის. შედეგი რა იქნება, ამას ალბათ, ყველა ერთად ვნახავთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გახარიას გამოწვევები

თავად გახარიას ჯერ კიდევ მოუწევს პასუხების გაცემა ბევრ კითხვაზე, რომელიც მის ხელისუფლებაში ყოფნას და პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება.

პრეზენტაციის დროს მან ძირითადი ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მისეულ ხედვაზე, მხოლოდ ოდნავ შეეხო თავის ყოფნას მმართველ პარტიაში, რომელიც დაადანაშაულა იმაში, რომ ის პარტიულ ინტერესებს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა აყენებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
„ქართული ოცნება“ გახარიას გეგმებით დაინტერესდა

ამავდროულად, გახარიას, მისი პარტიის პრეზენტაციის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციის მიუხედავად, კომენტარი არ გაუკეთებია არც 2019 წლის 21 ივნისის ღამის მოვლენებზე, როდესაც პოლიციამ, რომელსაც ის შინაგან საქმეთა მინისტრისს რანგში ხელმძღვანელობდა, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დროს ძალადობრივი გზით შეაჩერა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, არც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ სიტუაციაზე, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებაზეც მისი ხელმოწერაა და არც სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე ქვეყანაში.

მოსალოდნელია, რომ გახარია განცხადებას გააკეთებს კვირის დასაწყისში პრესკონფერენციაზე, ამ დროისთვის კი თავისი ყოფილი თანამებრძოლის დაბრუნებაზე კომენტარს გააკეთებს „ქართული ოცნებაც", რომელიც ჯერჯერობით დუმს.

რობიზონ ნაჭყებია

ავტორის თვალსაზრისი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური