„ქართული ოცნება“ გახარიას გეგმებით დაინტერესდა

© photo : press-service of Giorgi Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახარიას მოქმედებას გადადგომის დღეს „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik.  მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოო“ ყოფილი თანამოაზრისა და ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას ელოდებიან.

გიორგი გახარიამ მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. ერთი თვის შემდეგ კი პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და მმართველი პარტიის წევრებისა და მომხრეების „გადაბირება“ დაიწყო.

გორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
საკადრო წმენდა რეგიონებში – გორსა და ხაშურში მერების მოადგილეები გაათავისუფლეს

„მე მინდა გავიგო, რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა მათ ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება. ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღესვე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახარიას მოქმედებას გადადგომის დღეს „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი გახდა უთანხმოება პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის კობახიძესთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თარიღის გამო.

გახარია მელიას დაკავების თარიღის გადაწევას ემხრობოდა, „ქართული ოცნება“ კი მის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას მოითხოვდა.

გახარიას გადადგომის გამო მელიას დაკავება რამდენიმე დღით გადაიდო. ხოლო მმართველი პარტიის და ოპოზიციის მიერ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ლიდერი გათავისუფლდა.

გახარიას გეგმები

დღეისათვის გახარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, მათ შორის გადამდგარ პრემიერ-მინისტრებს შორის. მისი ნებისმიერ პოსტი თუ ფოტო სოციალურ ქსელში ათასობით მოწონებას იმსახურებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის იშვიათობაა.

ზუგდიდის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
სამეგრელოში გიორგი გახარიას თანამოაზრეებმა თანამდებობები დატოვეს

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში (2–26 თებერვალი) პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%-ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%-ით.

ყოფილი პრემიერი შეუდგა საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, რომლის პრეზენტაცია მაისის ბოლოს იგეგმება. მან თავის მხარეს უკვე პარლამენტის ექვსი დეპუტატი და რეგიონალური ჩინოვნიკების ნაწილი „გადაიბირა“.

წინასწარი მონაცემებით, პრეზენტაციის შემდეგ პარტია განაცხადებს შემოდგომაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში თავისი მონაწილეობის შესახებ და, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, მმართველი პარტიის პოტენციური ხმების ნაწილს მოიპოვებს.

„ქართული ოცნებისთვის“ კი ამ არჩევნებში მოგება გადამწყვეტია. თუ პარტია ხმების 43%-ს ვერ მოიპოვებს, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. საქართველოში კი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულის ხელში პრაქტიკულად სრული ძალაუფლება გადადის.

ყველა ახალი ამბავი
0