საკადრო წმენდა რეგიონებში – გორსა და ხაშურში მერების მოადგილეები გაათავისუფლეს

© photo: Sputnikგორი
გორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
გათავისუფლებული პირები არ მალავენ, რომ გეგმავენ შეუერთდნენ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს და მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ორი მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფდა – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა პოსტი სამშაბათს, 11 მაისს დატოვეს. 

საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2020
მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ: რატომ დატოვა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი

„ისინი ბოლო პერიოდში, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების ნაცვლად, თანამშრომლებს შორის კონკრეტული პიროვნების აგიტაციას ეწეოდნენ. მუნიციპალიტეტში ბევრი გამოწვევა გვაქვს და ჩვენი მოვალეობაა 24-საათიან რეჟიმში მოვემსახუროთ მოსახლეობას და ვიზრუნოთ მათ საჭიროებებზე“, – დაწერა თავზარაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

მუნიციპალიტეტის გათავისუფლებული თანამშრომლები არ მალავენ, რომ აპირებენ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას და შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

„ჩვენთვის თანამდებობა თვითმიზანი არაა და ჩვენ მას არ ვებღაუჭებით. ჩვენ ვტოვებთ პოსტებს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ელიჯარაშვილმა.

ერასტი ელიჯარაშვილს მერის მოადგილის თანამდებობა 2019 წლის იანვრიდან ეკავა, პაატა ივანიშვილი კი თანამდებობაზე 2019 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღი ცნობილი გახდა

პოსტი დატოვა ასევე ხაშურის მერის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მან 11 მაისს დაწერა. როსებაშვილის განმარტებით, ამ ნაბიჯის გადადგმა მას ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ სთხოვა.

„მივხვდი, რომ ეს ზვიადის გადაწყვეტილება არ იყო, ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება. მე არავისთვის შემეძლო პრობლემების შექმნა, არც ზვიადისთვის და არც თანამშრომლებისთვის, რომელთანაც იდეალური ურთიერთობები მქონდა“, – განაცხადა როსებაშვილმა, რომელმაც დასძინა, რომ ამ ეტაპზე არავის გუნდში გაერთიანებას არ გეგმავს, თუმცა გახარიას გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა და უკვე აპრილში საკუთარი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას შეუდგა. ექს-პრემიერი საკუთარი პარტიის პრეზენტაციას მაისის ბოლომდე გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0