https://sputnik-georgia.com/20210929/saqartvelos-samedicino-macivrebi-da-vaqcinaciis-avtomobili-acuqes-260018462.html
საქართველოს სამედიცინო მაცივრები და ვაქცინაციის ავტომობილი აჩუქეს
საქართველოს სამედიცინო მაცივრები და ვაქცინაციის ავტომობილი აჩუქეს
Sputnik საქართველო
პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და, ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის გაუმჯობესებაში... 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T19:40+0400
2021-09-29T19:40+0400
2021-09-29T21:19+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250703960_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_2b8bdbc2715a648b0969f7790104ebed.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინაციის სპეციალიზებული ავტომობილი გადასცეს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ეს მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად და მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად, მათ შორის, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის.ევროკავშირისა და ჯანმოს მიერ ვაქცინების ხელმისაწვდომობის და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გარდა, საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა ვაქცინების მიმართ უნდობლობის აღმოსაფხვრელად.აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის ვაქცინის შესანახად, რომელიც საქართველოში სხვა ვაქცინებთან ერთად გამოიყენება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, სპეციალური პირობებია საჭირო – ის აუცილებლად მინუს 80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუნქციას კარგავს.სხვა ვაქცინები მხოლოდ 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებენ.
https://sputnik-georgia.com/20210924/pfizer-vargisianobis-vada-gaizarda-tikaradze-259877563.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250703960_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b692ce7e54c198b669f8c7393ab3379d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს სამედიცინო მაცივრები და ვაქცინაციის ავტომობილი აჩუქეს
19:40 29.09.2021 (განახლებულია: 21:19 29.09.2021) პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და, ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის გაუმჯობესებაში ერთობლივად ეხმარებიან.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინაციის სპეციალიზებული ავტომობილი გადასცეს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, ეს მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად და მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად, მათ შორის, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის.
„აღჭურვილობასთან, მედიკამენტებთან, ტესტებთან და სხვა მოწყობილობებთან ერთად ეს 300 მაცივარი არის კიდევ ერთი დასტური ევროკავშირის ძალისხმევისა, რათა დაეხმაროს საქართველოს – წარმატებით გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და ვართ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მომხრენი", – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა.
ევროკავშირისა და ჯანმოს მიერ ვაქცინების ხელმისაწვდომობის და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გარდა, საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა ვაქცინების მიმართ უნდობლობის აღმოსაფხვრელად.
24 სექტემბერი 2021, 20:37
აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის ვაქცინის შესანახად, რომელიც საქართველოში სხვა ვაქცინებთან ერთად გამოიყენება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, სპეციალური პირობებია საჭირო – ის აუცილებლად მინუს 80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუნქციას კარგავს.
სხვა ვაქცინები მხოლოდ 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებენ.