https://sputnik-georgia.com/20210924/pfizer-vargisianobis-vada-gaizarda-tikaradze-259877563.html
ტიკარაძე: Pfizer-ის ვარგისიანობის ვადა გაიზარდა
ტიკარაძე: Pfizer-ის ვარგისიანობის ვადა გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. 24.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-24T20:37+0400
2021-09-24T20:37+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_0:121:3213:1928_1920x0_80_0_0_aa8088c22a3c2b716a591f3d1e5b3750.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინებს ვარგისიანობის ვადა 3 თვით გაუგრძელა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.მისი თქმით, საქართველოში არც ერთი ვაქცინა არ გაფუჭებულა, უფრო მეტიც, ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა.„ეს დაახლოებით 200 ათასი დოზაა, რომელთა ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. ამასთან, FDA-მ Pfizer-ს ვარგისიანობის ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე გაუგრძელა. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არ არსებობდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.ასე უპასუხა მინისტრმა ეპიდემიოლოგებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალი იქნება, შესაძლოა, Pfizer-ის გარკვეული დოზა შენახვის ვადის გასვლის გამო აუთვისებელი დარჩეს.ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია Sinopharm, Sinovac, Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები. სრულად ვაქცინირებისთვის მოქალაქეები აღნიშნული პრეპარატებით ორჯერადად უნდა აიცრან. ქვეყანა ახლო მომავალში ასევე ელოდება Jonson&Jonson-ის ვაქცინას, რომლის ერთი დოზაც საკმარისია იმუნიზაციისთვის.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.715.073 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 963.663 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 751.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26,3%. 23 სექტემბერს აიცრა 12.778 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210922/pfizer-i-fuwdeba-vada-gasdis-ras-svrebit-cercvaze-vaqcinaciis-tempit-ukmayofiloa-259815475.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_241:0:2972:2048_1920x0_80_0_0_accf40acb8384848106ec82100ecc6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ტიკარაძე: Pfizer-ის ვარგისიანობის ვადა გაიზარდა
20:37 24.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინებს ვარგისიანობის ვადა 3 თვით გაუგრძელა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოში არც ერთი ვაქცინა არ გაფუჭებულა, უფრო მეტიც, ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა.
„ეს დაახლოებით 200 ათასი დოზაა, რომელთა ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. ამასთან, FDA-მ Pfizer-ს ვარგისიანობის ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე გაუგრძელა. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არ არსებობდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
22 სექტემბერი 2021, 22:15
ასე უპასუხა მინისტრმა ეპიდემიოლოგებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალი იქნება, შესაძლოა, Pfizer-ის გარკვეული დოზა შენახვის ვადის გასვლის გამო აუთვისებელი დარჩეს.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია Sinopharm, Sinovac, Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები. სრულად ვაქცინირებისთვის მოქალაქეები აღნიშნული პრეპარატებით ორჯერადად უნდა აიცრან. ქვეყანა ახლო მომავალში ასევე ელოდება Jonson&Jonson-ის ვაქცინას, რომლის ერთი დოზაც საკმარისია იმუნიზაციისთვის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.715.073 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 963.663 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 751.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26,3%. 23 სექტემბერს აიცრა 12.778 ადამიანი.