https://sputnik-georgia.com/20210929/saqartvelom-da-azerbaijanma-xuti-xelsekruloba-gaaformes-260024219.html
საქართველომ და აზერბაიჯანმა ხუთი ხელშეკრულება გააფორმეს
საქართველომ და აზერბაიჯანმა ხუთი ხელშეკრულება გააფორმეს
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორია, განაცხადა ღარიბაშვილმა 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T22:20+0400
2021-09-29T22:20+0400
2021-09-29T22:20+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23919/46/239194639_0:632:6016:4016_1920x0_80_0_0_7dd2f31296e6de5221e2148d93bd96c9.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაზე რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.მხარეებმა ხელი მოაწერეს 2021-2024 წლებში თანამშრომლობის პროგრამას კულტურის სფეროში, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის სფეროში, შეთანხმებას საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის შესახებ, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს ქართულ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის, შეთანხმებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფონდს შორის.ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო ამ ურთიერთობების გაღრმავების იმედს იტოვებს.აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ეკონომიკური თანამშრომლობის ის სფეროები დაასახელა, რომლებშიც ქვეყნებს ურთიერთობის გაღრმავება შეუძლიათ.„ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია ციფრული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო“, - აღნიშნა ასადოვმა.მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტების გაფორმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას.საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობა ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულში შედის. 2020 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 934,5 მილიონი დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ კი - 52, 8 მილიონი დოლარი.
https://sputnik-georgia.com/20210929/qartul-azerbaijanuli-komisiissxdoma-baqosi-260002197.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23919/46/239194639_404:663:4875:4016_1920x0_80_0_0_b6680366b2cb21d05b9c102e7d65ef2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველომ და აზერბაიჯანმა ხუთი ხელშეკრულება გააფორმეს
აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორია, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაზე რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს, იუწყება საქართველოს მთავრობის
პრესსამსახური.
მხარეებმა ხელი მოაწერეს 2021-2024 წლებში თანამშრომლობის პროგრამას კულტურის სფეროში, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის სფეროში, შეთანხმებას საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის შესახებ, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს ქართულ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის, შეთანხმებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფონდს შორის.
„აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის მიმართულებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო ამ ურთიერთობების გაღრმავების იმედს იტოვებს.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ეკონომიკური თანამშრომლობის ის სფეროები დაასახელა, რომლებშიც ქვეყნებს ურთიერთობის გაღრმავება შეუძლიათ.
„ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია ციფრული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო“, - აღნიშნა ასადოვმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტების გაფორმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას.
29 სექტემბერი 2021, 14:33
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობა ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულში შედის. 2020 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 934,5 მილიონი დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ კი - 52, 8 მილიონი დოლარი.