https://sputnik-georgia.com/20210929/sapatriarqo-farul-mosmenebze-gamoqveynebul-fauilebsi-tyuil-martlis-garceva-seuzlebelia-260021749.html
საპატრიარქო ფარულ მოსმენებზე: გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია
საპატრიარქო ფარულ მოსმენებზე: გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია
Sputnik საქართველო
მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T21:02+0400
2021-09-29T21:02+0400
2021-09-29T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/16/247121695_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_ed52544e4f8b10c4576cbab0e9523912.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს სასულიერო და საერო პირთა უკანონო მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც მათ გავრცელებაზე არიან პასუხისმგებელნი.ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს.როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. სუს-ის მასალების გავრცელება, პირველ ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვასა და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები, საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია“.საპატრიარქო მასმედიის ნაწილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და მედიის მხრიდან დანაშაულის ხელშეწყობაზე მიუთითებს.საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გავრცელებული ფაილები ვერ გამოდგება სასულიერო პირების პასუხისმგებლობის დაყენების მიზეზად.ფარული ჩანაწერების თემამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ფარულმა ჩანაწერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის განყოფილებიდან გამოჟონა. საუბარია რამდენიმე ასეულ მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირზე, რომელთა ფარული თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა. ჟურნალისტების ხელში უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი 50 ათასზე მეტი ფაილი მოხვდა. მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
https://sputnik-georgia.com/20210927/premieri-diax-chven-vawarmoebt-mosmenebs-259931559.html
https://sputnik-georgia.com/20210922/skandali-diplomatebis-miyuradebis-saqmeze-briuselamde-mivida-259800884.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/16/247121695_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_2c11a1cb47ad56093936a90b0c37ded3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
საპატრიარქო ფარულ მოსმენებზე: გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია
მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს სასულიერო და საერო პირთა უკანონო მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც მათ გავრცელებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს.
27 სექტემბერი 2021, 15:35
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. სუს-ის მასალების გავრცელება, პირველ ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვასა და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
როგორც
განცხადებაშია აღნიშნული, „მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები, საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია“.
საპატრიარქო მასმედიის ნაწილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და მედიის მხრიდან დანაშაულის ხელშეწყობაზე მიუთითებს.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, – ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გავრცელებული ფაილები ვერ გამოდგება სასულიერო პირების პასუხისმგებლობის დაყენების მიზეზად.
„თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
22 სექტემბერი 2021, 15:24
ფარული ჩანაწერების თემამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ფარულმა ჩანაწერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის განყოფილებიდან გამოჟონა. საუბარია რამდენიმე ასეულ მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირზე, რომელთა ფარული თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა. ჟურნალისტების ხელში უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი 50 ათასზე მეტი ფაილი მოხვდა. მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.