Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

არჩევნები 2021: თბილისელ ამომრჩეველს ახალი კაბინები დახვდება

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
განახლებული კაბინა სრულად უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობას და გამორიცხავს ე.წ. „კარუსელის“ შესაძლებლობას.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ახალი კაბინები მოამზადა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ხმის მიცემის კაბინები პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში, დაახლოებით 800 საარჩევნო უბანზე შეიცვლება.
საქართველოს პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის შექმნის იდეას ემხრობა>>>
ახალი კაბინები იმიტირებულ არჩევნებზე უკვე გაიტესტა. როგორც ცესკოში აღნიშნავენ, განახლებული კაბინები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ხმის მიცემის ფარულობას და თან გამორიცხავენ ე.წ. „კარუსელის“ – ხმების ჩაყრის შესაძლებლობას.
© Facebook / CEC of Georgiaხმის მიცემის ახალი კაბინები
Новые кабины для голосования
 - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
ხმის მიცემის ახალი კაბინები
„რემოდელირებული კაბინების წინა კედელი იქნება დამოკლებული და ის იქნება აღჭურვილი ე.წ. დამცავი ფარით. მოვახდინეთ ამ კაბინების იმიტირებულ არჩევნებზე გამოცდა და ვერც ერთი შემთხვევა ვერ იქნა დაფიქსირებული, მათ შორის, ყველაზე კრიტიკული დამკვირვებლების მიერ, სულ რომ კაბინის წინ დადგეს ადამიანი, რომ დაენახათ, თუ ვის მისცა ამა თუ იმ ამომრჩეველმა ხმა“, – განაცხადა სიორიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0