https://sputnik-georgia.com/20210928/zemo-imeretisa-da-rawis-damakavsirebeli-gza-gaixsna-259956933.html
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზა გაიხსნა
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზა გაიხსნა
Sputnik საქართველო
გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, მდინარე ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T12:51+0400
2021-09-28T12:51+0400
2021-09-28T16:17+0400
ახალი ამბები
იმერეთი
რაჭა-ლეჩხუმი
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259161207_113:167:1737:1080_1920x0_80_0_0_72323a94b55fcc80d0ed4f55f5728066.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან უკვე შესაძლებელია.გზის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. „ამ გზით ისარგებლებს არა მხოლოდ რაჭის მოსახლეობა, არამედ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები. მინდა ასევე ვთქვა, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, სამ საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.51-კილომეტრიანი ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს – იმერეთსა და რაჭას. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური–ონის გზას. ეს წერტილი ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან – 5 კმ-ით.საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. ახალი გზით მგზავრობას 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.პროექტი შვიდ მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. გზის მშენებლობაზე ჯამში 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
იმერეთი
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259161207_297:186:1489:1080_1920x0_80_0_0_3bf8ba7faaaf0c1b6355a702600f638b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, იმერეთი , რაჭა-ლეჩხუმი , ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, იმერეთი , რაჭა-ლეჩხუმი , ტრანსპორტი საქართველოში
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზა გაიხსნა
12:51 28.09.2021 (განახლებულია: 16:17 28.09.2021) გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, მდინარე ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან უკვე შესაძლებელია.
გზის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.
„ამ გზით ისარგებლებს არა მხოლოდ რაჭის მოსახლეობა, არამედ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები. მინდა ასევე ვთქვა, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, სამ საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
51-კილომეტრიანი ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს – იმერეთსა და რაჭას. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური–ონის გზას. ეს წერტილი ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან – 5 კმ-ით.
საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. ახალი გზით მგზავრობას 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.
პროექტი შვიდ მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. გზის მშენებლობაზე ჯამში 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.