სოციალურ ქსელებში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს აქტიურად განიხილავენ

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
დაბრუნებას დაგვპირდა, თან დედასთან ერთად – სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში ექს-პრეზიდენტის სამშობლოში ჩამოსვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ნამდვილი ომია გაჩაღებული.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ, რომელშიც ის აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის საღამოს რეისზე „კიევი–თბილისი“ უკვე ბილეთი აქვს ნაყიდი, სოციალური ქსელების ქართული სეგმენტი ამ საკითხის განხილვით ლამის „აფეთქდა“.
ნამდვილად გარისკავს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, თუ ეს მისი მორიგი დაპირებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია? ბევრი შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ თავისი სიტყვების დასადასტურებლად სააკაშვილმა Facebook-ზე ქვითრის სკრინი გამოაქვეყნა კონფიდენციალური ინფორმაციით, რომელიც მხოლოდ მგზავრისთვის არის განკუთვნილი, კერძოდ – ჯავშნის ნომერი.
ასეთი პირადი ინფორმაციის გამოაშკარავება უცნაურად მოეჩვენათ ყოფილი პრეზიდენტის როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს.
ირაკლი ღარიბაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
„აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში" – პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე
„ჯავშნის კოდის საჯაროდ გამოქვეყნება არ შეიძლება, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ამ კოდით ნებისმიერს შეუძლია მგზავრის პირად კაბინეტში შესვლა და ჯავშნის შეცვლა – რეისის თარიღის და ა.შ. მეეჭვება, მას (მიხეილ სააკაშვილს) არ სცოდნოდა ეს, სანამ დოკუმენტს გამოაქვეყნებდა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ავიაბილეთების გაყიდვის კომპანია „იაფი ფრენების“ თანამშრომელმა ენრიკო ხუტაშვილმა.

ხუტაშვილის თქმით, ზოგიერთ ავიაკომპანიას დაცვის განსაკუთრებული სისტემა აქვს. მაგალითად, სანამ ჯავშნის კაბინეტში შეხვალ, შესაბამისი იდენტიფიკაციის გავლაა საჭირო. თუმცა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს შემოწმების ამგვარი სისტემა არ გააჩნია.
„ბლეფია!“ – ერთდროულად დაწერა სოციალური ქსელების რამდენიმე ათეულმა მომხმარებელმა. ზოგიერთმა ჩათვალა, რომ სააკაშვილმა რამდენიმე სვლისგან შემდგარი კომბინაციის გათამაშება გადაწყვიტა. ზოგი ფიქრობს, რომ ბილეთის გამოქვეყნებით ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ოპონენტების ყურადღების გადატანა უნდა საქართველოში ჩამოსვლის რეალური დროისა და ადგილისგან.
სააკაშვილის განცხადებისა და ბილეთის სკრინის გამოქვეყნების შემდეგ დილით ცნობილი გახდა, რომ ვიღაცამ შეძლო მისი ჯავშნის კაბინეტში შესვლა და ფრენის თარიღის 31 დეკემბრით შეცვლა. რა თქმა უნდა, სააკაშვილს შეუძლია თავდაპირველი მონაცემების აღდგენა და ჯავშნის კაბინეტის დაბლოკვა, მაგრამ მართლა ჩამოვა თუ არა ის საქართველოში – ეს ის საკითხია, რომელიც საზოგადოებას ჯერ კიდევ აღელვებს.
Кровавые баннеры на тбилисских улицах, предвыборная реклама - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
არჩევნები 2021
ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ადგილობრივი არჩევნების მთავარი მოვლენა?
„One way ticket? უკან დასაბრუნებელი ბილეთი რატომ არ აიღო? არ იცის, როდის გამოვა ციხიდან? ჩააბარებს ამ ბილეთს უკან 1 ოქტომბერს და სულ ესაა...“ – წერს Vladislav Arutyunov.
„ჩამოვიდეს. არავის იმედი აღარაა უკვე. ვის მივცეთ ხმა? რა ელოდება საქართველოს, გაუგებარია. ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ცუდი პოლიტიკური მდგომარეობაა, რადგან ხალხი ლიდერებიდან არავის აღელვებს. მათთვის მთავარი სავარძლის დაკავება და მეტი ფულის შოვნაა“, – წერს Fati Amirova.
„ეს არ არის უცხოეთის მოქალაქის ჩარევა არჩევნებში? სად იყურება ევროპის საპარლამენტო ასამბლეა. ყოველი შემთხვევისთვის, მათი გაფრთხილებაა საჭირო“, – წერს Medea Delidi.
მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა სააკაშვილის განცხადებას მმართველ პარტიაში. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, მაშინვე ციხეში მოხვდება.
ექს-პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებაზე სარკასტული რეაქცია ჰქონდათ პარტია „გირჩში“. მისმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ამ თემაზე ორიგინალური მოსაზრება გამოთქვა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
სააკაშვილი: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, „გირჩის“ ვალუტაზე. შეიძლება ჩამოვიდეს, მაგრამ რისკის ნაწილია. დღეს „პორშეს“ ვათამაშებთ და თუ ჩამოვა, „პორშეთი“ შესაბამის ადგილზე მივიყვანთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტს უფლება აქვს დაბრუნდეს საქართველოში, თუ ამის სურვილი გააჩნია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა, თუმცა ამის პირობა ბევრჯერ დადო. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული, აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. 2015 წლიდან ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე და თითქმის ექვსი წელია, უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0