https://sputnik-georgia.com/20210928/premieri-saakashvilis-shesazlo-chamosvlaze-saqartveloshi-259958956.html
„აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში" – პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე
„აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში" – პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იმსახურებს ციხეს, რადგან მან გამოუსწორებელი ზიანი მოუტანა ქვეყანას. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T12:35+0400
2021-09-28T12:35+0400
2021-09-28T16:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252127758_0:30:1280:750_1920x0_80_0_0_6f88151f609c3d114552fa5a042d6e87.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, იმავე წამს ციხეში მოხვდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.გუშინ ექს-პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-გვერდზე ავიაბილეთების ფოტო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი დედასთან გიული ალასანიასთან ერთად თბილისში 2 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 23:05 საათზე ჩამოფრინდება.პრემიერის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაციაა.ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ბოლომდე არ სჯერა.„ეს ადამიანი უკვე რვა წელია იმუქრება და ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარა კაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა და მას დაიცავს, ისეთივე სიცრუეა, როგორც თავად იგი. ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს არ ჰყავს საკმაო რაოდენობის მომხრეები და თუ მას აეროპორტში დახვდებიან, ეს იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში დაზარალდნენ და ისინი იქნებიან „ქართული ოცნების“ მომხრეები.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20210928/chamova-tu-ara-saakashvili-saqartveloshi-259957576.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252127758_181:0:1280:824_1920x0_80_0_0_d3260464a1c2d24bdbdd2a8b42810abc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
„აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში" – პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე
12:35 28.09.2021 (განახლებულია: 16:13 28.09.2021) ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იმსახურებს ციხეს, რადგან მან გამოუსწორებელი ზიანი მოუტანა ქვეყანას.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, იმავე წამს ციხეში მოხვდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
გუშინ ექს-პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-გვერდზე ავიაბილეთების ფოტო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი დედასთან გიული ალასანიასთან ერთად თბილისში 2 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 23:05 საათზე ჩამოფრინდება.
პრემიერის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაციაა.
„მან მშვენივრად იცის, რომ ციხეში მოხვდება. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსია. მისი ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნებაა, რაც არის მიუღწეველი ოცნება. ნებისმიერი პროვოკაციისთვის ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ბოლომდე არ სჯერა.
„ეს ადამიანი უკვე რვა წელია იმუქრება და ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარა კაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა და მას დაიცავს, ისეთივე სიცრუეა, როგორც თავად იგი.
28 სექტემბერი 2021, 11:54
ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს არ ჰყავს საკმაო რაოდენობის მომხრეები და თუ მას აეროპორტში დახვდებიან, ეს იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში დაზარალდნენ და ისინი იქნებიან „ქართული ოცნების“ მომხრეები.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.