მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტუდენტი, რომელმაც მაკრონს კვერცხი ესროლა, ფსიქიატრიულში მოათავსეს

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კვერცხი ესროლა, ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მოათავსეს, იუწყება ტელეარხი BFMTV.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის სტუდენტი, რომელმაც ლიონში მყოფ მაკრონს კვერცხი ესროლა, დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს. ინციდენტი 27 სექტემბერს მოხდა, როდესაც პრეზიდენტი Eurexpo-ს გამოფენას ეწვია.
ამჯერად კვერცხი: ემანუელ მაკრონს ისევ დაესხნენ თავს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
ამჯერად კვერცხი: ემანუელ მაკრონს ისევ დაესხნენ თავს – ვიდეო
ლიონის პროკურატურის მოთხოვნით ახალგაზრდას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც მისი შესაბამის კლინიკაში იძულებითი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა გამოავლინა. სტუდენტი ლიონის მახლობლად მდებარე ქალაქ ბრონის ფსიქიატრიულ კლინიკა Vinatier-ში მოათავსეს.
ამასთან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა — სტუდენტს ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობა ედება ბრალად.
ყველა ახალი ამბავი
0