ამჯერად კვერცხი: ემანუელ მაკრონს ისევ დაესხნენ თავს – ვიდეო

გამოწერა
მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კვერცხი ესროლა, ყვიროდა – „გაუმარჯოს რევოლუციას!“
ინციდენტი ლიონში გამართულ გამოფენაზე მოხდა. მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარ გუნდს მამაკაცთან შეხვედრა სთხოვა, რათა მისი მოტივები დაედგინა.
ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც დრომის დეპარტამენტის მოსახლეობასთან მისასალმებლად მივიდა, ერთმა მამაკაცმა სილა გააწნა. ეს დამიენ ტარელი გამოდგა, რომელმაც ჩადენილისთვის ოთხი თვე გაატარა ციხეში.
ყველა ახალი ამბავი
0