Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გაბუნია: მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ამცრელი ბრიგადა იმუშავებს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliვაქცინაციის მოძრავი პუნქტი
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
უახლოეს დღეებში ამოქმედდება ახალი სქემა, რომელიც ვაქცინაციის პროცესში ოჯახის ექიმების აქტიურ ჩართვას და მათი ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ამცრელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით, სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, დიდია ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც გარკვეული მიზეზის გამო ვაქცინაციის ცენტრში ვერ მივიდნენ ან იმუნიზაცია ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი. გაბუნია განმარტავს, რომ ქვეყანაში სწორედ მათთვის მუშაობენ ამცრელი ბრიგადები, რათა მოსახლეობა დარწმუნდეს ვაქცინაციის აუცილებლობაში.

„დადგა ის მომენტი, რომ მეტად აქტიურად გავიდეთ გარეთ მობილური ბრიგადებით, იქნება ეს სოფლად თუ საუნივერსიტეტო გარემოში, სადაც ბევრი სტუდენტი იყრის თავს ერთდროულად. ასევე ბიზნეს-გარემოში, სადაც ბევრი თანამშრომელია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ აღარ ჰქონდეთ აცრაზე უარის თქმის საფუძველი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიამ ბრიფინგზე ოჯახის ექიმებისა და ექთნების წახალისებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალის იმ წევრებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანს ვაქცინაციაში დაარწმუნებენ, ანაზღაურება გაეზრდებათ. მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საჭიროა იმისთვის, რათა ოჯახის ექიმები და ექთნები უფრო აქტიურად გავიდნენ უბნებზე, მივიდნენ მოქალაქეებთან ბინაზე, თუ მათ ვაქცინის გასაკეთებლად მეტი ახსნა-განმარტება და დარწმუნება სჭირდებათ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ჩაუტარდეს ამ ასაკობრივი კატეგორიის ყველა ადამიანს, რადგან აქ არის ყველაზე მაღალი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და არასასურველი გამოსავლების რისკი“, – განმარტავს გაბუნია.
იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მობილურმა ჯგუფებმა გასულ კვირაში რეგიონებში სიარული კახეთიდან დაიწყეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად აუცილებელია ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება, რათა ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებმა ვაქცინის სარგებლობა ირწმუნონ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.760.878 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 975.028 ადამიანი. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 785.850 ადამიანი. 27 სექტემბერს აიცრა 11.421 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0