https://sputnik-georgia.com/20210928/cxaize-mosaxleobis-80-procentis-acra-wlis-bolomde-fantastikaa-259967126.html
ჩხაიძე: უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა
ჩხაიძე: უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა
Sputnik საქართველო
ივანე ჩხაიძის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ვაქცინირებული უნდა იყოს მოსახლეობის მინიმუმ 80%. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T15:43+0400
2021-09-28T15:43+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252583592_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_424f01cb38f03af1dc8b6b3c3daec066.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა, სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება.ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელმა დაიკლო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა. საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია.როგორც ჩხაიძემ განაცხადა, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის იმ ეროვნული გეგმის მიზანი, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, თუმცა, 60%-იანი ზღვარი საკმარისი არ არის „დელტა“ შტამთან დაკავშირებული უფრო მეტი გავრცელებისა და მეტი აგრესიულობის გამო.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.760.878 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 975.028 ადამიანი. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 785.850 ადამიანი. 27 სექტემბერს აიცრა 11.421 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210924/gamyrelize-vaqcinaciis-tempit-ukmayofiloa-259871009.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252583592_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_773bb873e2bf9a8762c074fbedf7fd94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ჩხაიძე: უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა
15:43 28.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ივანე ჩხაიძის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ვაქცინირებული უნდა იყოს მოსახლეობის მინიმუმ 80%.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა, სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელმა დაიკლო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა. საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია.
როგორც ჩხაიძემ განაცხადა, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.
„მარტივი არჩევანი გვაქვს – ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის იმ ეროვნული გეგმის მიზანი, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, თუმცა, 60%-იანი ზღვარი საკმარისი არ არის „დელტა“ შტამთან დაკავშირებული უფრო მეტი გავრცელებისა და მეტი აგრესიულობის გამო.
„მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ეს არის სწორედ 80%. 80%-ის შემთხვევაში პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა. 60%-იანი ზღვარიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა“, – განაცხადა ჩხაიძემ. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
24 სექტემბერი 2021, 17:21
28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.760.878 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 975.028 ადამიანი. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 785.850 ადამიანი. 27 სექტემბერს აიცრა 11.421 ადამიანი.