ფოთელმა ბიჭმა „გირჩის“ გათამაშებაში Porsche Taycan მოიგო

© courtesy of Girchiპარტია „გირჩის“ ოფისი
პარტია „გირჩის“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ მსგავსი ტიპის ავტომობილის გათამაშებას 2 ოქტომბრის არჩევნებზეც გეგმავს
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა“ 100 ათასი ლარის ღირებულების ახალი Porsche Taycan გაათამაშა - ავტომობილი მოიგო ფოთელმა ჯუბა გრიგოლიამ, რომელიც ამჟამად სწავლობს და ცხოვრობს თბილისში.
პარტია „გირჩმა“ ავტომობილის გათამაშების შესახებ გასული საპარლამენტო არჩევნების წინ განაცხადა. ამომრჩევლებს ხმის მიცემის შემდეგ უნდა გადაეღოთ ფოტო საარჩევნო უბანთან და ფოტო სოციალურ ქსელში საჯაროდ აეტვირთათ. ამის შემდეგ ამომრჩევლები გათამაშებაში ხვდებოდნენ.
სწორედ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ამ ფოტომ გრიგოლიას ახალი ავტომობილი მოაგებინა.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
მცდელობა N2: „გირჩი“ არჩევნების წინ Tesla-ს ავტომობილების გათამაშებას აპირებს
მანქანის გასაღები პარტიის ლიდერებმა ახალგაზრდა მამაკაცს უკვე გადასცეს.
„ეს ჩემი პირველი მოგებაა. აქამდე არაფერი არ მომიგია“, - განაცხადა გრიგოლიამ.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ მსგავსი ტიპის ავტომობილის გათამაშებას 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზეც გეგმავს. ამისათვის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პარტიის ვებგვერდზე და საჯაროდ ატვირთონ თავისი ფოტო.
ყველა ახალი ამბავი
0