https://sputnik-georgia.com/20210805/girCi-arCevnebis-winTesla-gaTamaSebas-apirebs-252513528.html
მცდელობა N2: „გირჩი“ არჩევნების წინ Tesla-ს ავტომობილების გათამაშებას აპირებს
მცდელობა N2: „გირჩი“ არჩევნების წინ Tesla-ს ავტომობილების გათამაშებას აპირებს
Sputnik საქართველო
„გირჩი“ გათამაშებისთვის 20 ელექტრომობილის შეძენას აპირებს იმ ფულით, რომელსაც პარტია არჩევნებისთვის მიიღებს. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T18:32+0400
2021-08-05T18:32+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23285/84/232858487_0:27:1201:702_1920x0_80_0_0_77213c4b811b9725b09028c801d49c7d.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველთა შორის Tesla-ს 20 ავტომობილის გათამაშებას აპირებს. ამ და სხვა ინიციატივების შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.ელექტრომობილების გათამაშების შესახებ „გირჩმა“ პირველად 2020 წლის ივნისის დასაწყისში განაცხადა. პარტია ავტომობილების ყიდვას საბიუჯეტო ფულით აპირებდა, რომელიც მას არჩევნების შედეგად უნდა მიეღო.გათამაშებაში მონაწილეობისთვის ამომრჩეველი უნდა დარეგისტრირებულიყო პარტიის ვებ-გვერდზე და მონაწილეობა მიეღო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ხმის მიცემა შეიძლებოდა ნებისმიერი პარტიისთვის. ამომრჩეველს უნდა გადაეღო სელფი საარჩევნო უბნიდან და ფოტო Facebook-ის თავის გვერდზე აეტვირთა.არჩევნების შემდეგ „გირჩმა“ გათამაშებაზე უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება პარტიაში მარტივად ახსნეს – პარლამენტისა და არჩევნების შედეგების ბოიკოტის რეჟიმში Tesla-ზე საბიუჯეტო ფულის ხარჯვის დრო არ არის.რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“ ამჯერადაც აპირებს ელექტრომობილების ყიდვას იმ სახსრებით, რომელიც პარტიას ბიუჯეტიდან ეკუთვნის და რომელზეც ისინი უარს აცხადებენ.„უახლოეს მომავალში „ტესლას“ პროექტის გათამაშება დაიწყება იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო და ფოტო აქვს გადაღებული საარჩევნო უბანთან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.დეპუტატის თქმით, პარტიამ რამდენიმე ახალი და საინტერესო პროექტი დაგეგმა თბილისელების, ბათუმელებისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებისთვის.პარტიის მიერ დაგეგმილ სიახლეებს შორისაა კამპანია „ზუმდაზუმ“ – წინასაარჩევნო კამპანია „კარდაკარის“ ელექტრონული ანალოგი. პანდემიის პერიოდში „გირჩი“ ამომრჩეველს თავის პროგრამას ინტერნეტის მეშვეობით გააცნობს.„გადავწყვიტეთ, რომ ამ პოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც ვიმყოფებით და სადაც გაურკვეველია, რა მიზნები აქვთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ და მართლა სერიოზული პოლიტიკით დავკავდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „გირჩს“ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი ერგო.
https://sputnik-georgia.com/20210803/gamokiTxva-atrCevnebis-win-252498411.html
https://sputnik-georgia.com/20210802/vis-dauchers-amomrcheveli-mxarsarchevnebze-252488332.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23285/84/232858487_114:0:1085:728_1920x0_80_0_0_1ce512f49bdb90d56935f30286fb2335.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
მცდელობა N2: „გირჩი“ არჩევნების წინ Tesla-ს ავტომობილების გათამაშებას აპირებს
18:32 05.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) „გირჩი“ გათამაშებისთვის 20 ელექტრომობილის შეძენას აპირებს იმ ფულით, რომელსაც პარტია არჩევნებისთვის მიიღებს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველთა შორის Tesla-ს 20 ავტომობილის გათამაშებას აპირებს. ამ და სხვა ინიციატივების შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.
ელექტრომობილების გათამაშების შესახებ „გირჩმა“ პირველად 2020 წლის ივნისის დასაწყისში განაცხადა. პარტია ავტომობილების ყიდვას საბიუჯეტო ფულით აპირებდა, რომელიც მას არჩევნების შედეგად უნდა მიეღო.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის ამომრჩეველი უნდა დარეგისტრირებულიყო პარტიის ვებ-გვერდზე და მონაწილეობა მიეღო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ხმის მიცემა შეიძლებოდა ნებისმიერი პარტიისთვის. ამომრჩეველს უნდა გადაეღო სელფი საარჩევნო უბნიდან და ფოტო Facebook-ის თავის გვერდზე აეტვირთა.
არჩევნების შემდეგ „გირჩმა“ გათამაშებაზე უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება პარტიაში მარტივად ახსნეს – პარლამენტისა და არჩევნების შედეგების ბოიკოტის რეჟიმში Tesla-ზე საბიუჯეტო ფულის ხარჯვის დრო არ არის.
რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“ ამჯერადაც აპირებს ელექტრომობილების ყიდვას იმ სახსრებით, რომელიც პარტიას ბიუჯეტიდან ეკუთვნის და რომელზეც ისინი უარს აცხადებენ.
„უახლოეს მომავალში „ტესლას“ პროექტის გათამაშება დაიწყება იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო და ფოტო აქვს გადაღებული საარჩევნო უბანთან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, პარტიამ რამდენიმე ახალი და საინტერესო პროექტი დაგეგმა თბილისელების, ბათუმელებისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებისთვის.
პარტიის მიერ დაგეგმილ სიახლეებს შორისაა კამპანია „ზუმდაზუმ“ – წინასაარჩევნო კამპანია „კარდაკარის“ ელექტრონული ანალოგი. პანდემიის პერიოდში „გირჩი“ ამომრჩეველს თავის პროგრამას ინტერნეტის მეშვეობით გააცნობს.
„გადავწყვიტეთ, რომ ამ პოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც ვიმყოფებით და სადაც გაურკვეველია, რა მიზნები აქვთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ და მართლა სერიოზული პოლიტიკით დავკავდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „გირჩს“ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი ერგო.