დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 სექტემბერი

CC BY-SA 2.0 / Miroslav Vajdic / Kravica (waterfall)ჩანჩქერი კრავიცა
ჩანჩქერი კრავიცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 28 სექტემბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, რომლებიც სამომავლო გეგმების დაწყობაში დაგვეხმარება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 სექტემბერი>>
ვერძი: შესაძლებელია დაყოვნება საქმეში, სამწუხარო გაუგებრობები, რის გამოც მნიშვნელოვანი ამოცანიდან ყურადღების გადატანა გახდება საჭირო. რთულია სიმშვიდის შენარჩუნება და მიზნისკენ უმოკლესი გზის პოვნა, თუმცა სერიოზული შეცდომები მოსალოდნელია არ არის. გექნებათ შესაძლებლობა, რომ გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ საინტერესო ადამიანებს. ინტუიცია გეხმარებათ თითოეულთან საერთო ენის პოვნაში.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
კურო: დაბრკოლებების გამო დიდია ალბათობა, რომ დღეს ყველა საქმე ვერ მიიყვანოთ ბოლომდე. ადამიანებთან კონტაქტი გეადვილებათ. იცით, ვის უნდა ენდოთ ახალი ნაცნობებიდან და ვის – არა. სირთულეები ვერ გაიძულებთ უკან დახევას. მოსალოდნელია თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან. გექნებათ შესაძლებლობა, რომ მომგებიანი გარიგებები დადოთ, მაგრამ აქ სიჩქარე არ ივარგებს – კარგად მოიფიქრეთ ყველაფერი.
ტყუპი: შესანიშნავად აწყობთ ურთიერთობებს ადამიანებთან, ადვილად პოულობთ ახალ მოკავშირეებსა და მეგობრებს. ბევრს მოსწონთ თქვენი უჩვეულო შეხედულებები, თამამი იდეები, ამიტომ ირგვლივ მყოფები მხარს დაგიჭერენ. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი თანამშრომლობა მომავალში მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირად გადაიქცეს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. დღის მეორე ნახევარი საოჯახო ღონისძიებებს დაუთმეთ.
კირჩხიბი: მსუბუქი და წარმატებული დღეა, უჩვეულო მოვლენებით სავსე. ხელიდან არ უშვებთ ძველი გეგმების განხორციელების შანსს. მათ, ვისაც ბოლო დროს ეჭვი ეპარებოდა თავის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში, საკუთარი თავის რწმენა და ოპტიმიზმი დაუბრუნდება. თანამშრომლობასთან დაკავშირებით შესაძლოა საინტერესო წინადადება მიიღოთ. სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ და გაიაზრეთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
ლომი: დღე ძირითადად იღბლიანად ჩაივლის. შესანიშნავად გაუმკლავდებით რთულ საკითხებს, მხედველობიდან არაფერი გამოგეპარებათ. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, ბევრის დარწმუნებას შეძლებთ თქვენს სიმართლეში. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს, სერიოზულ საკითხებზე მსჯელობას.
ქალწული: კარგი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის, იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. შეგიძლიათ თამამად ისაუბროთ თქვენს იდეებზე. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მხარდაჭერას მოინდომებენ. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“. რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს და სხვისი დახმარება მოგიწიოთ. შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა.
სასწორი: კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად. დაკვირვების, დეტალების შემჩნევისა და ფაქტების ანალიზის უნარის წყალობით ხშირად წინასწარ შეგიძლიათ გამოთვალოთ, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. გაქვთ შანსი, რომ შეურიგდეთ ადამიანს, რომელთანაც ნაჩხუბარი ხართ. ურთიერთობები ყველაზე ახლობელ ადამიანებთან უფრო თბილი და ღრმა გახდება.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
მორიელი: მშვიდი და ხელსაყრელი დღე გელოდებათ. ის მოგცემთ საშუალებას, რომ გაუმკლავდეთ რთულ საქმეებს, იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. ძველი ნაცნობები რჩევებს მოგცემენ, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინოთ. ხართ მტკიცედ განწყობილი და ენერგიული. საღამოს დრო დაგრჩებათ გართობისთვის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებისთვის.
მშვილდოსანი: შგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმე გააკეთოთ – არაფერი დაგავიწყდებათ და ერთმანეთში არ აურევთ. შესანიშნავად გაუმკლავდებით იმას, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ. სახლში იმაზე მეტი საზრუნავი შეიძლება გაგიჩნდეთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს. მალე თანხას მიიღებთ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზებია მოსალოდნელი.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას პოულობთ მასთანაც კი, ვისიც აქამდე არ გესმოდათ. არ გაჩნდება უთანხმოებებისთვის არანაირი საბაბი. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ. დიდ დადებით ემოციებს მოგიტანთ ურთიერთობები ახლობლებთან. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები ფინანსურ სფეროში, თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
მერწყული: წარმატებები გელოდებათ სამუშაოზე, სწავლაში. კარგად გესმით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რისი გადადება შეიძლება სამომავლოდ. დროს უქმად არ კარგავთ. თუ დახმარება დაგჭირდებათ, უარს არავინ გეტყვით. დღის პირველი ნახევარი შესაფერისი დროა ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის, მეორე ნახევარში კი მარტო დარჩენის სურვილი გაგიჩნდებათ, რათა დაფიქრდეთ რთულ საკითხებზე, გაერკვეთ თქვენს გრძნობებში.
თევზები: წარმატებების მიღწევასა და შეცდომების თავის არიდებაში ნებისმიერი საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება დაგეხმარებათ. გქონდეთ საკუთარი ძალების იმედი და არა იმის, რომ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ აეწყობა. არ არის გამორიცხული, რომ გარშემომყოფები თქვენ საქმეებში ჩაერიონ. ხანდახან ეს გაგაღიზიანებთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შემდეგ რომანტიკულ ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0