მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როგორი იქნება დედამიწა 2500 წლისთვის: მეცნიერთა სამი ვერსია

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშიგვალვა
გვალვა - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
თუ კლიმატური ცვლილებების შეჩერება არ მოხერხდა, ადამიანს, როგორც სახეობას, გადაშენება ემუქრება, გვაფრთხილებენ მეცნიერები.
თბილისი 28 სექტემბერი — Sputnik. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დედამიწაზე ტემპერატურა 2,7 გრადუსით უკვე 2100 წლისთვის აიწევს, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება, ნათქვამია გაეროს კლიმატური ცვლილებების ექსპერტთა მთავრობათშორისი ჯგუფის ახალ მონაცემებში.
მეცნიერების თქმით, ტემპერატურული ცვლილებები გამოიწვევს ხანძრების, ქარიშხლების, გვალვების, წყალდიდობებისა და გაუსაძლისი სიცხეების გახშირებას. ამასთან მოსალოდნელია ხმელეთისა და წყლის ზედაპირების ღრმა ცვლილებები.
წყალდიდობა ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
კლიმატოლოგები: დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია
ექსპერტების განმარტებით, „ასეთი ცვლილებების უმთავრესი მიზეზი — ნახშირბადის გამოფრქვევებია“.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მომავლის პროგნოზირებისთვის მოვლენების განვითარების სამი ძირითადი სცენარი დაამუშავა: გლობალური დათბობის შესუსტების დაბალი, საშუალო და მაღალი დონის გათვალისწინებით, რაც ატმოსფეროში 2020 წლიდან ნახშირორჟანგის დონის შემცირების შესახებ პარიზის შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ პირველი ორი სცენარის (დაბალი და საშუალო შესუსტება) შემთხვევაში გლობალური ტემპერატურა 2100 წლიდან მოიმატებს, მცენარეულობა და საუკეთესო სახნავ-სათესი სავარგულები პოლუსებისკენ გადაინაცვლებს, სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად ვარგისი არეალი შემცირდება, ხოლო ზოგი ტერიტორია, მაგალითად, ამაზონის აუზი საცხოვრებლად უვარგისი გახდება.
„შეიძლება ისე დაცხეს, რომ ტროპიკულ რეგიონებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს“, — ამბობენ მეცნიერები.
იმავდროულად სწავლულები ხაზს უსვამენ, რომ მოვლენების მესამე სცენარით (კლიმატური ცვლილებების შედეგების მაღალი შესუსტება) განვითარების შემთხვევაშიც კი ზღვის დონე აწევას განაგრძობს.

„თუ კლიმატურ დათბობას ვერ შევაჩერებთ, მომდევნო 500 წლის განმავლობაში პლანეტა ისე შეიცვლება, რომ მისი ცნობა შეუძლებელი იქნება. ეს კი ადამიანის, როგორც სახეობის გადარჩენას საფრთხეს უქმნის“, — ამბობენ ექსპერტები.

მანამდე გერმანელმა კლიმატოლოგებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია.
ყველა ახალი ამბავი
0