https://sputnik-georgia.com/20210927/talibebma-mamakacebs-wveris-gaparsva-aukrzales-259919216.html
დამრღვევი დაისჯება: თალიბებმა მამაკაცებს წვერის გაპარსვა აუკრძალეს
დამრღვევი დაისჯება: თალიბებმა მამაკაცებს წვერის გაპარსვა აუკრძალეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თალიბებმა ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში პარიკმახერებს კლიენტებისთვის წვერის გაპარსვა ან შეკრეჭა აუკრძალეს, ვინაიდან მიაჩნიათ... 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T09:31+0400
2021-09-27T09:31+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259854600_558:537:3054:1941_1920x0_80_0_0_35316eb1a54ffde796fc7434e90b2342.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თალიბებმა ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში პარიკმახერებს კლიენტებისთვის წვერის გაპარსვა ან შეკრეჭა აუკრძალეს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს ისლამურ კანონებს ეწინააღმდეგება, იუწყება BBC.„თალიბანის“ რელიგიური პოლიციის განცხადებით, ნებისმიერი, ვინც ამ აკრძალვას დაარღვევს, დაისჯება.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი მითითება მიიღეს ქაბულში მდებარე საპარიკმახეროებმაც.ცნობილი ხდება, რომ ჰელმანდის პროვინციაში არსებულ სალონებში უკვე გამოიკრა შესაბამისი განცხადებები. „თალიბანის“ ოფიცრებმა პარიკმახერები გააფრთხილეს, რომ მკაცრად დაიცვან შარიათის კანონები ვარცხნილობასა და წვერთან დაკავშირებით.გარდა ამისა, როგორც ქაბულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალონის თანამშრომელი ამბობს, მას „სახელმწიფო ჩინოვნიკი“ დაუკავშირდა და „ამერიკული სტილისთვის მიბაძვა“, ანუ კლიენტებისთვის წვერის შეკრეჭა ან გაპარსვა აუკრძალა.როგორც გამოცემა აღნიშნავს, „თალიბანის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ვადის დროს, 1996-2001 წლებში ასევე მოქმედებდა მკაცრი ისლამისტური კანონები, რომელთა თანახმადაც იკრძალებოდა არა მარტო წვერის გაპარსვა, არამედ ვარცხნილობის გაკეთებაც.
https://sputnik-georgia.com/20210906/talibanma-qali-studentebis-swavlebis-pirobebze-brzaneba-gamosca-259337969.html
https://sputnik-georgia.com/20210907/avraneti-sariatis-kanonebit-icxovrebs-259403526.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259854600_465:485:2549:2048_1920x0_80_0_0_e25cdbe099d618888b92be7687bf9609.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თალიბებმა ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში პარიკმახერებს კლიენტებისთვის წვერის გაპარსვა ან შეკრეჭა აუკრძალეს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს ისლამურ კანონებს ეწინააღმდეგება, იუწყება
BBC. „თალიბანის“ რელიგიური პოლიციის განცხადებით, ნებისმიერი, ვინც ამ აკრძალვას დაარღვევს, დაისჯება.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი მითითება მიიღეს ქაბულში მდებარე საპარიკმახეროებმაც.
ცნობილი ხდება, რომ ჰელმანდის პროვინციაში არსებულ სალონებში უკვე გამოიკრა შესაბამისი განცხადებები. „თალიბანის“ ოფიცრებმა პარიკმახერები გააფრთხილეს, რომ მკაცრად დაიცვან შარიათის კანონები ვარცხნილობასა და წვერთან დაკავშირებით.
„თალიბები მოვიდნენ და გვიბრძანეს, შევწყვიტოთ წვერის შეჭრა. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ შეიძლება საიდუმლო ინსპექტორები დაგზავნონ სალონებში დამრღვევების გამოსავლენად“, — ციტირებს სააგენტო ქაბულელ პარიკმახერს.
გარდა ამისა, როგორც ქაბულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალონის თანამშრომელი ამბობს, მას „სახელმწიფო ჩინოვნიკი“ დაუკავშირდა და „ამერიკული სტილისთვის მიბაძვა“, ანუ კლიენტებისთვის წვერის შეკრეჭა ან გაპარსვა აუკრძალა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „თალიბანის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ვადის დროს, 1996-2001 წლებში ასევე მოქმედებდა მკაცრი ისლამისტური კანონები, რომელთა თანახმადაც იკრძალებოდა არა მარტო წვერის გაპარსვა, არამედ ვარცხნილობის გაკეთებაც.