https://sputnik-georgia.com/20210906/talibanma-qali-studentebis-swavlebis-pirobebze-brzaneba-gamosca-259337969.html
არანაირი ჰიჯაბი, მხოლოდ ნიქაბით: თალიბებმა ქალი სტუდენტებისთვის ბრძანება გამოსცეს
არანაირი ჰიჯაბი, მხოლოდ ნიქაბით: თალიბებმა ქალი სტუდენტებისთვის ბრძანება გამოსცეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანმა“ გამოსცა ბრძანება, რომელიც ქალებისთვის ავღანეთის კერძო უნივერსიტეტებში სწავლის პირობებს განსაზღვრავს... 06.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-06T09:14+0400
2021-09-06T09:14+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259337771_0:317:3075:2047_1920x0_80_0_0_c090db805b516c3fd616eba40707de76.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანმა“ გამოსცა ბრძანება, რომელიც ქალებისთვის ავღანეთის კერძო უნივერსიტეტებში სწავლის პირობებს განსაზღვრავს, იუწყება სააგენტო AFP.სააგენტოს ცნობით, „თალიბანმა“ სტუდენტი ქალები დაავალდებულა ატარონ აბაი — ტრადიციული კაბები, რომლებიც მთელ სხეულს ფარავს, და ასევე ნიქაბი — თავსაბურავი, რომელსაც მხოლოდ თვალების ჭრილი აქვს. თუმცა მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გოგონები ჰიჯაბით (თავსაბურავი, რომელიც სახეს არ ფარავს) შეძლებდნენ ლექციებზე დასწრებას.აღნიშნული წესი ვრცელდება ქვეყნის ყველა კერძო კოლეჯსა და უნივერსიტეტზე, რომელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2011 წელს „თალიბანის“ მმართველობის დამხობის შემდეგ.გარდა სტუდენტების გარეგნული იერსახისა, ბრანება ასევე ადგენს სასწავლო დაწესებულებებში ლექციების ჩატარების წესსაც. მის თანახმად, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე აუდიტორიებში ისწავლიან. ამასთან გოგონებს ლექცია ხუთი წუთით ადრე დაუმთავრდებათ, რათა უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ვაჟ სტუდენტებს არ გადაეყარონ.გარდა ამისა, გოგონებს მხოლოდ ქალი პედაგოგები ასწავლიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელი არ არის, ლექციებს მათ კარგი რეპუტაციის მქონე ასაკოვანი მამაკაცები წაუკითხავენ.ავღანეთში კერძო უნივერსიტეტები დღეიდან, ორშაბათიდან იხსნება.
https://sputnik-georgia.com/20210904/talibebi-hijabian-qalebs-sepirdnen-rom-ganatlebis-mirebis-da-musaobis-ufleba-eqnebat-259310510.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259337771_283:322:2582:2047_1920x0_80_0_0_12a10d03ced9bdf1ca6309efcb936e23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანმა“ გამოსცა ბრძანება, რომელიც ქალებისთვის ავღანეთის კერძო უნივერსიტეტებში სწავლის პირობებს განსაზღვრავს, იუწყება სააგენტო
AFP. სააგენტოს ცნობით, „თალიბანმა“ სტუდენტი ქალები დაავალდებულა ატარონ აბაი — ტრადიციული კაბები, რომლებიც მთელ სხეულს ფარავს, და ასევე ნიქაბი — თავსაბურავი, რომელსაც მხოლოდ თვალების ჭრილი აქვს. თუმცა მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გოგონები ჰიჯაბით (თავსაბურავი, რომელიც სახეს არ ფარავს) შეძლებდნენ ლექციებზე დასწრებას.
აღნიშნული წესი ვრცელდება ქვეყნის ყველა კერძო კოლეჯსა და უნივერსიტეტზე, რომელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2011 წელს „თალიბანის“ მმართველობის დამხობის შემდეგ.
გარდა სტუდენტების გარეგნული იერსახისა, ბრანება ასევე ადგენს სასწავლო დაწესებულებებში ლექციების ჩატარების წესსაც. მის თანახმად, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე აუდიტორიებში ისწავლიან. ამასთან გოგონებს ლექცია ხუთი წუთით ადრე დაუმთავრდებათ, რათა უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ვაჟ სტუდენტებს არ გადაეყარონ.
გარდა ამისა, გოგონებს მხოლოდ ქალი პედაგოგები ასწავლიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელი არ არის, ლექციებს მათ კარგი რეპუტაციის მქონე ასაკოვანი მამაკაცები წაუკითხავენ.
ავღანეთში კერძო უნივერსიტეტები დღეიდან, ორშაბათიდან იხსნება.