https://sputnik-georgia.com/20210927/rvinis-gzis-proeqtsi-monawileta-raodenoba-gaizarda-259937727.html
„ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა
„ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
პანდემიის მიუხედავად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T18:07+0400
2021-09-27T18:07+0400
2021-09-27T21:52+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/87/247548762_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_51f62d17a6790f86ff4287114a07c178.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. „ღვინის გზის” პროექტში წელს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.პროექტში ღვინის მასპინძელი ობიექტები ჩაერთვებიან კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან.საქართველომ „ღვინის გზის“ პროექტი 2012 წელს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში ყველა იმ კომპანიის, მცირე საწარმოსი თუ ოჯახური მარნის აღნუსხვას, რომელიც მზადაა ტურისტების მისაღებად. აღრიცხვის ეტაპი უკვე დასრულდა. ამჟამად ტურიზმის დეპარტამენტი გზებზე ნიშნულებს აყენებს, რომელთა დახმარებითაც ტურისტებმა ღვინის გზაზე უნდა იარონ და პატარა-პატარა ღვინის ოაზისებს მიაგნონ.წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ღვინის ტურიზმის 28 ახალი მასპინძელი ობიექტისთვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ განაგრძობს.„ღვინის გზის“ პროექტის გარდა ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ექვსი სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო–საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს, პროექტი ოქტომბერში სრულდება.ადმინისტრაციის ორგანიზებით 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს.უწყების ცნობით, USAID-ს პროექტის ფარგლებში მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.
https://sputnik-georgia.com/20210922/qartuli-gvinis-popularuli-saxeobebi-259786713.html
https://sputnik-georgia.com/20210910/saqartveloshi-gvinis-popularizaciis-saxelmwifo-programa-damtkicda-259483706.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/87/247548762_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_04eca4de19bf0dae2dda2b14bd66439c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, ქართული ღვინო
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, ქართული ღვინო
„ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა
18:07 27.09.2021 (განახლებულია: 21:52 27.09.2021) პანდემიის მიუხედავად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. „ღვინის გზის” პროექტში წელს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პროექტში ღვინის მასპინძელი ობიექტები ჩაერთვებიან კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან.
საქართველომ „ღვინის გზის“ პროექტი 2012 წელს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში ყველა იმ კომპანიის, მცირე საწარმოსი თუ ოჯახური მარნის აღნუსხვას, რომელიც მზადაა ტურისტების მისაღებად. აღრიცხვის ეტაპი უკვე დასრულდა. ამჟამად ტურიზმის დეპარტამენტი გზებზე ნიშნულებს აყენებს, რომელთა დახმარებითაც ტურისტებმა ღვინის გზაზე უნდა იარონ და პატარა-პატარა ღვინის ოაზისებს მიაგნონ.
22 სექტემბერი 2021, 13:37
წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ღვინის ტურიზმის 28 ახალი მასპინძელი ობიექტისთვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ განაგრძობს.
„ღვინის გზის“ პროექტის გარდა ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ექვსი სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო–საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს, პროექტი ოქტომბერში სრულდება.
10 სექტემბერი 2021, 10:26
ადმინისტრაციის ორგანიზებით 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს.
უწყების ცნობით, USAID-ს პროექტის ფარგლებში მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.