დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 სექტემბერი

© Facebook / Department of Tourism and Resorts of Ajaraშემოდგომა აჭარაში
შემოდგომა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 27 სექტემბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დილა ახალი საქმეების დაწყებისთვის შესაფერისი დროა. სწრაფად გაერკვევით ყველაფერში, ყურადღებას მიაქცევთ მნიშვნელოვან დეტალებს, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარში კარგი სიახლეები და სიურპრიზებია მოსალოდნელი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 სექტემბერი>>
ვერძი: ყველა საკითხს სწრაფად და მსუბუქად ვერ გადაწყვეტთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოებები, ხშირად წვრილმანებზე. ეცადეთ, სხვების სისუსტეების მიმართ მეტად შემწყნარებელი იყოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. კარგი პერიოდია სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად. ახლობლებთან მეტი დრო გაატარეთ, განიხილეთ საერთო გეგმები.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
კურო: მრავალფეროვანი დღე გელოდებათ. ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ, თუმცა ყოველთვის ნათელი არ იქნება, რომელია პირველ რიგში შესასრულებელი, ხანდახან რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა მოგიწევთ. ეს ადვილი არაა, მაგრამ მაინც შესანიშნავად გაუმკლავდებით. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ საქმეს კონფლიქტამდე არ მიიყვანთ.
ტყუპი: საქმეებს იოლად უმკლავდებით. ხშირად ძველი ნაცნობები გეხმარებიან, რომლებთან ერთადაც არაერთი რთული ამოცანა გადაგიჭრიათ. კარგი დღეა ძველი საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების აღსადგენად, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების გამო გაწყვიტეთ. წარმატების მიღწევაში საკუთარი ძალების რწმენა გეხმარებათ. გარშემომყოფები თქვენი თავდაჯერებულობით და მიზნების მიღწევის გზებით აღფრთოვანებული დარჩებიან.
კირჩხიბი: დღე საკმაოდ წარმატებულად დაიწყება. გაჩნდება ბევრი კარგი იდეა, ზოგიერთის განხორციელება დაუყოვნებლივ შეიძლება. დაგეხმარებიან როგორც ძველი, ისე ახალი ნაცნობები. დღის მეორე ნახევარიც არ აეწყობა ურიგოდ, თუმცა ბევრად მშვიდად განვითარდება მოვლენები. შესანიშნავი დროა დასვენებისთვის, სასიამოვნო საქმეების გასაკეთებლად, მეგობრებთან შესახვედრად.
სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2019
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შესანიშნავად უმკლავდებით საქმეებს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ იღელვებთ წვრილმანების გამო. გარშემომყოფების ყურადღების არეალში ხვდება თქვენი წარმატებები, ისინი მხარს გიჭერენ, რჩევას გეკითხებიან. თქვენც უარით არ ისტუმრებთ და შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარებით. ადამიანებთან საერთო ენას პოულობთ. არ არის გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული კავშირის დაწყება.
ქალწული: ახალი საქმეები კარგად გამოგდით. მალე ერკვევით, როგორ ჯობია მოქმედება, მიზნამდე უმოკლეს გზას პოულობთ. მნიშვნელოვანი საქმეებისთვის უფრო ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. თქვენი იდეები გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ.. დიდი ალბათობით, დღეს შეიძენთ არა მარტო კარგ მოკავშირეებს, არამედ მეგობრებსაც. ამასთან, დღეს დაწყებული ურთიერთობები დროთა განმავლობაში შეიძლება სასიყვარულო კავშირად გარდაიქმნეს.
სასწორი: მრავალფეროვანი, საოცარი მოვლენებით სავსე დღე გელოდებათ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, რაღაც თანხვედრები. ყოველთვის ვერ ახერხებთ ყურადღების ერთ რამეზე კონცენტრირებას, მაგრამ საქმეებს მაინც შესანიშნავად უმკლავდებით. ბევრი საქმე კი გაქვთ, მაგრამ დრო დასვენებისთვისაც დაგრჩებათ. შეგიძლიათ ჩაიტაროთ რამე გამაჯანსაღებელი პროცედურები. ამას ძალიან კარგი ეფექტი ექნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2018
იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა
მორიელი: საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ბევრ სასარგებლო საქმეს მოასწრებთ. ხანდახან სხვის საქმეებშიც მოგიწევთ ჩარევა, მაგრამ ამას ძალზე ტაქტიანად გააკეთებთ, ისე, რომ არავის ეწყინება. სწორედ ამ დელიკატურობის წყალობით შეიძლება გააუმჯობესოთ ურთიერთობები, რომლებსაც ბოლო დროს ბზარი შეეპარა. ეცადეთ, არ იჩქაროთ. თუ თანამიმდევრულად იმოქმედებთ, საჭირო შედეგებს მიიღებთ როგორც საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში.
მშვილდოსანი: ბევრ საქმეში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა – ამის დიდი შანსი გაქვთ დღეს, თუმცა ძალისხმევაც დიდი დაგჭირდებათ. ხართ მტკიცედ განწყობილი, მიიწევთ წინ და არაა გამორიცხული, რომ ბევრი მეტოქე უკან მოიტოვოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ, არ ღირს დახმარების ლოდინი. ახლობლებს თქვენი იდეების აღსაქმელად და მისაღებად მეტი დრო სჭირდებათ.
თხის რქა: წარმატების მიღწევა იოლი არ იქნება. გზაზე შეიძლება დაბრკოლებები გაჩნდეს, თან ისეთ დროს, როცა ამას სულ არ ელოდებით. მაგრამ უკან დახევას არც ფიქრობთ და ყველა სირთულეს უმკლავდებით. მოუსმინეთ ინტუიციას – მისი მინიშნებები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. გახარებთ ახლობლების მხარდაჭერა. საღამო კარგი დროა გეგმების დასაწყობად და მის თქვენთვის ძვირფას ადამიანთან განსახილველად.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
მერწყული: მრავალი სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ, სიურპიზები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ და დიდხანს დაგამახსოვრდებათ. უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი საქმიან სფეროშიც – შეძლებთ საკუთარი პოზიციების გამტკიცებას, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მომავალში შეიძლება მეგობრულ ან სასიყვარულო კავშირად ჩამოყალიბდეს.
თევზები: გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება მნიშვნელოვან საქმეზე. ხშირად გიწევთ სხვადასხვა რამეზე ფიქრი, ამიტომ რისკავთ, რომ რამე დაგავიწყდეთ ან შეგეშალოთ. კარგი იქნება, თუ გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც დროულად მიგითითებთ შეცდომებზე. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს და ზედმეტ დატვირთვას. წაგადგებათ დასვენება და ძალების აღდგენა.
ყველა ახალი ამბავი
0