ბათუმისა და ქობულეთის ავტოპარკი ახალი ავტობუსებით შეივსო

© Facebook / Batumi City Hallახალი ავტობუსები ბათუმში
ახალი ავტობუსები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
მერია პირობას დებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში ამორტიზებული ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბათუმისა და ქობულეთის ავტოპარკი 44 ახალი ავტობუსით შეივსო, იუწყება ბათუმის მერიის პრეს-სამსახური.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეძენილი ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი უკვე ბათუმშია და ორშაბათიდან ქალაქის ქუჩებში კურსირებას დაიწყებს. კიდევ ოთხი ავტობუსი ქობულეთს გადაეცემა.
EURO-5-ის სტანდარტის citibus-ის მოდელის 16 ავტობუსი სიგრძით 10 მეტრია და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო, EURO-6-ის სტანდარტის novociti life-ის მოდელის 24 ავტობუსი 8-მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.
ავტობუსების შესყიდვის საერთო თანხა 5,5 მლნ ევროს შეადგენს.
ელექტროავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ბათუმში ელექტროავტობუსებში მგზავრებს ავტომატური თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ
თანამედროვე სტანდარტების ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.
გასულ წელს ბათუმის მერიამ რვა ახალი ელექტროავტობუსი შეიძინა.
მერია პირობას დებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0