ბათუმში ელექტროავტობუსებში მგზავრებს ავტომატური თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ

© Batumi City Hallელექტროავტობუსი
ელექტროავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეპიდვითარება აჭარაში, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-რეიტინგის ლიდერი იყო, თანდათანობით უმჯობესდება.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
აჭარა გახსნისთვის მზად არის, თუმცა უქმეებზე „ჩაკეტვა“ რჩება

რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.

მერიის ინფორმაციით, მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება, აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, ასევე აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.

„ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი. მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან მოწყობილია ბარიერები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები 20:00 საათამდე იმუშავებს. დაწესებული რეგულაციების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იფუნქციონერებს.

ქალაქის მერია მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან აჭარაში მხოლოდ 33 გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0