გამოქვეყნდა „სპუტნიკ ლაითისა“ და AstraZeneca-ს კომბინირებული ვაქცინაციის შედეგები

© REUTERS / THE RUSSIAN DIRECT INVESTMENT FUSputnik Light
Sputnik Light - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების — AstraZeneca-ს პრეპარატისა და „სპუტნიკ ლაითის“ კომბინაციამ ადამიანის ორგანიზმში S-ცილისადმი ანტისხეულების დიდი რაოდენობით გამომუშავება აჩვენა, რაც აზერბაიჯანში ჩატარებული ერთობლივი კვლევით დადასტურდა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.

„რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი... კომპანიები AstraZeneca და Р-Фарм-ი აქვეყნებენ წინასწარ მონაცემებს კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინისა (შემუშავებულია ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად) და ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს პირველი კომპონენტის კომბინირებული გამოყენების ვირუსის გამანეიტრალებელი აქტივობის შესახებ, ...რომელიც აზერბაიჯანში ჩატარებული კლინიკური კვლევების ფარგლებშია მიღებული“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ფონდში აცხადებენ, შუალედური ანალიზის თანახმად, მოხალისეთა 85%-ს გამანეიტრალებელი ანტისხეულების ოთხჯერადი და უფრო მეტი ზრდა აღენიშნა.
მონაცემები კვლევის პირველ 20 მონაწილეზე დაკვირვებას ეყრდნობა, რომლებსაც უკვე შეუყვანეს კომბინირებული ვაქცინის ორივე დოზა. პირველი კომპონენტის სახით მათ AstraZeneca-ს პრეპარატი შეუყვანეს, ხოლო მეორედ „სპუტნიკ ლაითით“ აცრეს. დოზებს შორის ინტერვალი 29 დღეს შეადგენდა.
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
რუსეთი AstraZeneca-სა და „სპუტნიკ ლაითის“ ერთობლივ გამოცდას დაეთანხმა
კვლევებში, რომელიც აზერბაიჯანში 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ამ დროისათვის 100 მოხალისე მონაწილეობს.
გარდა აზერბაიჯანისა, ვაქცინების კომბინაციის კლინიკური კვლევები გლობალური პროგრამის ფარგლებში ასევე ტარდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში. რეგულატორებმა ასევე გასცეს ნებართვა კვლევების ბელარუსში ჩატარებაზეც.
რუსეთის პირველადი ინვესტიციების ფონდი პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც „სპუტნიკ V“-ს პირველი კომპონენტის უცხოურ პრეპარატებთან კომბინაციის ერთობლივი კვლევების ინიციატივა წამოაყენა. 2020 წლის დეკემბერში ფონდმა, გამალეის ცენტრმა, კომპანია Р-Фарм-ისა და კომპანია AstraZeneca-ს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი კლინიკური კვლევების ჩატარების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0