მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გადადგომის შემდეგ: მშობლიური უნივერსიტეტი მერკელს თანამშრომლად არ აიყვანს

© AFP 2024 / THILO SCHMUELGENანგელა მერკელი მინდორში
ანგელა მერკელი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ლაიფციგის უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში დაამთავრა ანგელა მერკელმა, არ აპირებს მეცნიერ-თანამშრომლად აიყვანოს პოლიტიკოსი მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის კანცლერის პოსტს დატოვებს, განუცხადეს РИА Новости-ს უნივერსიტეტში.

„ფრაუ დოქტორ მერკელი იყო და რჩება აღიარებულ პოლიტიკოსად, რომელიც 1990 წლამდე ლაიფციგის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, 1990 წლის შემდეგ ის არ ყოფილა დაკავებული სამეცნიერო კარიერით. ამიტომ, აკადემიური თვალსაზრისით, ლაიფციგის უნივერსიტეტი ამ დროისათვის არ განიხილავს ფრაუ დოქტორ მერკელის სამსახურში აყვანას მისი სამეცნიერო (ფიზიკის) ცოდნის კონტექსტში“, — ნათქვამია РИА Новости-ს შეკითხვაზე უნივერსიტეტის წერილობით პასუხში.

როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი (ქალიშვილობაში ანგელა დოროთეა კასნერი) ლაიფციგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე 1973-1978 წლებში სწავლობდა, როდესაც სასწავლო დაწესებულება კარლ მარქსის სახელს ატარებდა. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. დოქტორის ხარისხი მერკელს 1986 წელს მიენიჭა.
ბუნდესტაგის არჩევნები  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
მსოფლიო დღეს
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა
გერმანიაში 26 სექტემბერს ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. ახალი პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ანგელა მერკელი კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება, შემდეგ კი თანამდებობას გერმანიის მთავრობის ახალ მეთაურს დაუთმობს.
ყველა ახალი ამბავი
0