https://sputnik-georgia.com/20210926/salome-zurabisvilma-dimitri-amilaxvars-saqartvelos-erovnuli-gmiris-wodeba-mianiwa-259909775.html
სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. 26.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-26T19:25+0400
2021-09-26T19:25+0400
2021-09-26T19:25+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს სიამაყე
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259909308_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_6df8a9f3684d36f70011c94530a922c0.png
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ინვალიდების სასახლეში ჩატარდა, ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა.უწყების ცნობით, ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის მიენიჭა.თავადი დიმიტრი ამილახვარი - ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთის არმიის ოფიცერი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე იყო. დაიღუპა 1942 წლის 24 ოქტომბერს მოკავშირეების ჩრდილოეთ-აფრიკული კამპანიის დროს ელ-ალამეინთან გამართულ ბრძოლაში.გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვს (ანდრონიკაშვილი) - საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.
https://sputnik-georgia.com/20170527/rodesac-mteri-sasaikvdilod-vergimetebs-236122906.html
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259909308_38:0:1085:785_1920x0_80_0_0_0be87d1799a703b7702580550c2762a2.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სიამაყე, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სიამაყე, საფრანგეთი
სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
დღეს საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ინვალიდების სასახლეში ჩატარდა, ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა.
უწყების ცნობით, ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის მიენიჭა.
თავადი დიმიტრი ამილახვარი - ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთის არმიის ოფიცერი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე იყო. დაიღუპა 1942 წლის 24 ოქტომბერს მოკავშირეების ჩრდილოეთ-აფრიკული კამპანიის დროს ელ-ალამეინთან გამართულ ბრძოლაში.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).
ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვს (ანდრონიკაშვილი) - საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.