კალაძე: ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის პროექტი შეიცვლება

© press-service of the Tbilisi City Hallძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის სავარაუდო პროექტი
ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის სავარაუდო პროექტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
არსებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული სივრცე დაიყოფა 26 გასართობ და დასვენების ზონად, სადაც გათვალისწინებული იქნება ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი და ა.შ.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა თავად პროექტის საბოლოო ვერსია არ არსებობს, რადგან გარკვეული ცვლილებები შედის, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ახალი ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა უნდა გახდეს, 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცეს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 5 ოქტომბერს მოეწერა.
ძველი იპოდრომის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
მოძრაობამ „იპოდრომი - უბეტონო მხარე“ აქცია გამართა
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტთან დაკავშირებით არის გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის უფრო მეტი მდელოს გაჩენის მიმართულებით.
„სხვადასხვა შესწორებები შედის. უახლოეს მომავალში იქნება პროექტის საბოლოო ვერსია წარმოდგენილი და გაგრძელდება მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
არსებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული სივრცე დაიყოფა 26 გასართობ და დასვენების ზონად. მულტიფუნქციურ სივრცეში გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
 კახა კალაძემ განმარტა მოხდება თუ არა  ყოფილი იპოდრომის „ჩაბეტონება“
პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი.
ყველა ახალი ამბავი
0