მოძრაობამ „იპოდრომი - უბეტონო მხარე“ აქცია გამართა

© Sputnik / Goga Vardzieliძველი იპოდრომის ტერიტორია
ძველი იპოდრომის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი არ ითვალისწინებს პარკის სპეციფიკას, ლანდშაფტს, ბუნებრივ განაშენიანებას და არც იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ მას

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობისას მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახალი ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა გახდება, 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცეს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 5 ოქტომბერს მოეწერა.

„ჩვენი სურვილია იპოდრომი გახდეს უკეთესი სარეკრეაციო სივრცე, მეტი ბუნებრვი ლანდშაფტით და ნაკლები ხელოვნური ჩარევით“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები - მოძრაობა „იპოდრომი - უბეტონო მხარე“.

ორგანიზატორები ასევე აცხადებენ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ცენტრალური პარკის მშენებლობას, თუმცა აქვთ გარკვეული მოთხოვნები. აქციის მონაწილეების თქმით, მერიის მიერ დაანონსებული პროექტი დაუკარგავს იპოდრომს თავის ბუნებრივ მხარეს, მასში არ არის გათვალისწინებული არც პარკის ისტორია, არც მისი განსაკუთრებული სპეციფიკა, მისი ბუნებრივი განაშენიანება და არც მისი „მომხმარებელი“.

„მოვითხოვთ შეწყვიტონ იპოდრომის ისტორიული მნიშვნელობის წაშლა. ასევე მოვითხოვთ ალტერნატიული პროექტის დამუშავებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქის, უბნის და თავად იპოდრომის განაშენიანების სპეციფიკა, ასევე მოსახლეობის აზრი“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
თბილისის ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2020
თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა იწყება

მათი თქმით, ასევე ალტერნატიული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო პროექტისთვის შესაბამის ღიაობას და სიაშკარავეს.

თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა.

პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი. პარკში დაიდგმება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2020
კალაძე: ყოფილ იპოდრომთან საჩოგბურთო კორტები აღდგება

ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიურმა კომპანიამ იმუშავა. პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა ძირითადი პრინციპები და მიმართულებები დასახულია. ფონდი „ქართუ“ პარკის მოსაწყობად რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გამოყოფს.

 

ყველა ახალი ამბავი
0