გამყრელიძე: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე ქვეყანაშია

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შესაძლოა კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც კი შეამციროს, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის პირველი პარტია - 43 ათასი დოზა ქვეყანაში უკვე შემოსულია, მომავალ კვირაში დაიწყება რისკ-ჯგუფების აცრა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის აცრების პარალელურად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია.
„მომავალ კვირაში დაიწყება სამედიცინო პერსონალის, ორსულების და დიალეზზე მყოფი პირების აცრა. შემდგომ, ოქტომბერში, ქვეყანაში მეორე და მესამე პარტია რომ შემოვა, უფრო გაფართოვდება რისკ ჯგუფები. დაემატება ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაცია  Pfizer-ის ვაქცინით - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
როდის გახდება საჭირო ბუსტერის გაკეთება: გამყრელიძის განმარტება
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო წელს 200 ათას დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოიტანს. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ნებაყოფლობითია და ძირითადად რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები იცრებიან.
სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან მიმართებით სეზონური გრიპის აცრის ჩატარებას არავითარი შეზღუდვა არ აქვს. პირიქით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შესაძლოა კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც კი შეამციროს.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
ყველა ახალი ამბავი
0