https://sputnik-georgia.com/20210926/rodis-gaxdeba-sawiro-busteris-gaketeba-gamyrelizis-ganmarteba-259906006.html
როდის გახდება საჭირო ბუსტერის გაკეთება: გამყრელიძის განმარტება
როდის გახდება საჭირო ბუსტერის გაკეთება: გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ჯერ არ გაუცია რეკომენდაცია ბუსტერული დოზებით აცრაზე, ზოგ ქვეყანაში უკვე დაიწყეს მოსახლეობის მესამე დოზით ვაქცინაცია. 26.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-26T15:00+0400
2021-09-26T15:00+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877815_0:111:3071:1839_1920x0_80_0_0_a51d32005b15a57b328101dfffea9396.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზის საჭიროებაზე მსჯელობა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მოსახლეობის 40% იქნება აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.ამ დროისთვის საქართველოში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 27%. ამ შედეგს საქართველოში თითქმის სამ თვეში მიაღწიეს.როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ქვეყანას ამჟამად Pfizer-ს დაახლოებით 600 ათასი დოზა აქვს და მიიჩნევს, რომ მისი ათვისების პრობლემა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მის ვადიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ გაუცია რეკომენდაცია ბუსტერული დოზებით აცრაზე. თუმცა, იმისათვის, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება შეეჩერებინა, ზოგმა ქვეყანამ ვაქცინების ბუსტერული დოზების გამოყენება ან უკვე დაიწყო, ან მესამე დოზით აცრის აუცილებლობას განიხილავს.რამდენიმე დღის წინ 65 წელს ზემოთ, Pfizer-ის ე.წ. ბუსტერის გაკეთების ნებართვა გასცა აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ. მოქალაქეები ვაქცინის მესამე დოზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მეორე ვაქცინაციიდან სულ მცირე 6 თვე არის გასული. ბუსტერულ დოზას ასევე მიიღებენ ის ზრდასრულები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20210926/ganaxldeba-tu-ara-swavla-saklaso-otaxebsi-gamyrelizis-prognozi-259904808.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877815_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_d93122cc36ad1a51918c956ca3e9d600.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
როდის გახდება საჭირო ბუსტერის გაკეთება: გამყრელიძის განმარტება
15:00 26.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ჯერ არ გაუცია რეკომენდაცია ბუსტერული დოზებით აცრაზე, ზოგ ქვეყანაში უკვე დაიწყეს მოსახლეობის მესამე დოზით ვაქცინაცია.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზის საჭიროებაზე მსჯელობა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მოსახლეობის 40% იქნება აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 27%. ამ შედეგს საქართველოში თითქმის სამ თვეში მიაღწიეს.
„როცა მოსახლეობის 40% აიცრება და იმედია ეს იქნება ოქტომბერში, შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. მანამდე ნუ წავართმევთ ამ დოზებს სხვას, ვინც არ არის აცრილი. ჯერ უნდა აიცრას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ქვეყანას ამჟამად Pfizer-ს დაახლოებით 600 ათასი დოზა აქვს და მიიჩნევს, რომ მისი ათვისების პრობლემა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მის ვადიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
„400 ათასამდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 ათასს - ნოემბრის ბოლომდე. Pfizer-მა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ სამი თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 ათასი დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. Pfizer-ზე მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო. ახლა შედარებით მოიკლო, მაგრამ ეს ვაქცინა არ გაფუჭდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ გაუცია რეკომენდაცია ბუსტერული დოზებით აცრაზე. თუმცა, იმისათვის, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება შეეჩერებინა, ზოგმა ქვეყანამ ვაქცინების ბუსტერული დოზების გამოყენება ან უკვე დაიწყო, ან მესამე დოზით აცრის აუცილებლობას განიხილავს.
26 სექტემბერი 2021, 14:16
რამდენიმე დღის წინ 65 წელს ზემოთ, Pfizer-ის ე.წ. ბუსტერის გაკეთების ნებართვა გასცა აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ. მოქალაქეები ვაქცინის მესამე დოზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მეორე ვაქცინაციიდან სულ მცირე 6 თვე არის გასული. ბუსტერულ დოზას ასევე მიიღებენ ის ზრდასრულები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
26 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია1.742.547 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 970.307 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 772.240 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 27%. 25 სექტემბერს აიცრა 12.402 ადამიანი.