ქართველმა მოციგურავეებმა პეკინის ოლიმპიადის კიდევ ერთი ლიცენზია მოიპოვეს

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშილუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა
ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში მეოთხე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსიც აქვს. მოცეკვავე წყვილების შეჯიბრებაში მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას დუეტი ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა, მათ ოთხეულში მოხვედრა სჭირდებათ
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც სპორტული წყვილების შეჯიბრებაზე ასპარეზობენ, პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს.
გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში Nebelhorn Trophy-ს ტურნირზე ქართველმა წყვილმა დაიკავა მესამე ადგილი, რაც პეკინის თამაშებზე კვალიფიკაციისთვის სავალდებულო მინიმუმს წარმოადგენდა.
მოკლე პროგრამის შემდეგ საფინა და ბერულავა 66,46 ქულით მეორე ადგილზე იყვნენ. სპორტსმენების თავისუფალი გამოსვლა მსაჯებმა 111,70 ქულით შეაფასეს (ჯამში 178,16), რის გამოც ისინი მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა დუეტი გერმანიიდან (185,25), ხოლო მეორე ადგილი დაიკავეს ესპანელმა მოციგურავეებმა (181,61).
ამგვარად, საფინა-ბერულავას დუეტი შეუერთდა მორის ყვითელაშვილსა და ალინა ურუშაძეს, რომლებმაც ასევე მოიპოვეს პეკინის ოლიმპიადის საგზურები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში მეოთხე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსიც აქვს. მოცეკვავე წყვილების შეჯიბრებაში მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას დუეტი მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს. პეკინის ოლიმპიადაზე კვალიფიკაციისთვის მათ ოთხეულში მოხვედრა სჭირდებათ. შეჯიბრება დღეს გაიმართება.
XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0