https://sputnik-georgia.com/20210925/isansi-39-ojaxs-sacxovrebeli-farti-simbolur-fasad-gadasces-259889577.html
ისანში 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადასცეს
ისანში 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადასცეს
Sputnik საქართველო
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ. 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T17:00+0400
2021-09-25T17:00+0400
2021-09-25T17:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/41/247444190_0:167:3000:1855_1920x0_80_0_0_ed0c0390ae74481b25bdff4e09edf8ee.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ისნის გამგეობის თანამშრომლებმა ისნის რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს.თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
https://sputnik-georgia.com/20210922/tbilisshi-47-ojaxs-frtebi-daukanondat-259805097.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/41/247444190_153:0:2848:2021_1920x0_80_0_0_60c1e7239e6f99f67128fcc94ada2bb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ისანში 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადასცეს
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ისნის გამგეობის თანამშრომლებმა ისნის რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს.
თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
22 სექტემბერი 2021, 18:00
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.