https://sputnik-georgia.com/20210922/tbilisshi-47-ojaxs-frtebi-daukanondat-259805097.html
ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, კრწანისი – რამდენ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები
ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, კრწანისი – რამდენ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები
Sputnik საქართველო
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T18:00+0400
2021-09-22T18:00+0400
2021-09-22T21:43+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/36/239313655_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_4b7d9a8e2327233803334c54a48e7a2e.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისში საცხოვრებელი ფართები დამატებით 47 ოჯახს დაუკანონდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.ამჯერად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/36/239313655_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_115716cea642088eb7307515056195ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, კრწანისი – რამდენ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები
18:00 22.09.2021 (განახლებულია: 21:43 22.09.2021) დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისში საცხოვრებელი ფართები დამატებით 47 ოჯახს დაუკანონდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამჯერად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
„მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება. აღნიშნული პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მომავალშიც გვერდით დავუდგებით. ყველა ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. გულწრფელად მინდა მივულოცო ამ ადამიანებს და ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.