გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მანქანა დაუცხრილეს

© photo: Sputnikპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
პარტიაში მომხდარი ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დააკისრეს.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
კანდიდატის მეუღლე, ირმა ბენდელიანი დაცხრილული ავტომობილის ფოტოებს ავრცელებს. ინციდენტი ცაგერში დღეს დილით მოხდა. სროლის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
პარტიაში მომხდარი ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დააკისრეს.

„პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას... რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს და გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ...„ოცნების“ ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე, მიგვიყვანა ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე და არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

„სისხლიანი ბანერები“ თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
არჩევნები 2021
არჩევნები: იქნება თუ არა თბილისში მეორე ტური
მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალებს და შესაბამის ფაქტებს პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაუგზავნის.
ტელეკომპანია „პირველი არხის“ ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მომხდართან კავშირი არ აქვს, ხოლო ინციდენტი სწრაფად გამოსაძიებელია.
„ის, რაც დღეს ცაგერში მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი... ვნახე კადრები, სადაც მანქანაზე არის ნატყვიარები, ეს არის პრობლემა, ეს არის სწრაფად გამოსაძიებელი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
შსს-ში ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კვირაში სიტუაცია საქართველოში უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში ოპოზიციასთან შეტაკების რამდენიმე ფაქტი მოხდა. განსაკუთრებით სისხლიანი იყო ინციდენტი დმანისში, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი დაჭრეს. ბრალდებული უკვე დაკავებულია. ის აღმოჩნდა მმართველი პარტიის დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი.
დამკვირვებლებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ძალადობის გახშირებული ფაქტების გამო შეშფოთება გამოხატეს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
რომელ პარტიას უჭერენ მხარს თბილისელები: კვლევის შედეგები
მმართველი პარტიიდან ოპოზიციაში წასულმა ექს-პრემიერმა პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია. თავად გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური