https://sputnik-georgia.com/20210925/giorgi-gaxarias-partiis-merobis-kandidats-manqana-daucxriles-259893613.html
გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მანქანა დაუცხრილეს
გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მანქანა დაუცხრილეს
Sputnik საქართველო
პარტიაში მომხდარი ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დააკისრეს. 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T18:39+0400
2021-09-25T18:39+0400
2021-09-27T11:51+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24721/19/247211977_0:198:3000:1886_1920x0_80_0_0_9c01b871fae4890d8945d27aa83da254.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.კანდიდატის მეუღლე, ირმა ბენდელიანი დაცხრილული ავტომობილის ფოტოებს ავრცელებს. ინციდენტი ცაგერში დღეს დილით მოხდა. სროლის შედეგად არავინ არ დაშავებულა.პარტიაში მომხდარი ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დააკისრეს.მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალებს და შესაბამის ფაქტებს პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაუგზავნის.ტელეკომპანია „პირველი არხის“ ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მომხდართან კავშირი არ აქვს, ხოლო ინციდენტი სწრაფად გამოსაძიებელია.შსს-ში ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.ბოლო კვირაში სიტუაცია საქართველოში უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში ოპოზიციასთან შეტაკების რამდენიმე ფაქტი მოხდა. განსაკუთრებით სისხლიანი იყო ინციდენტი დმანისში, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი დაჭრეს. ბრალდებული უკვე დაკავებულია. ის აღმოჩნდა მმართველი პარტიის დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი.დამკვირვებლებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ძალადობის გახშირებული ფაქტების გამო შეშფოთება გამოხატეს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.მმართველი პარტიიდან ოპოზიციაში წასულმა ექს-პრემიერმა პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.გამოკითხვების შედეგებით, გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია. თავად გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
https://sputnik-georgia.com/20210925/iqneba-tu-ara-meore-turi-259882205.html
https://sputnik-georgia.com/20210923/romel-partias-uchers-mxars-tbilisi-kvlevis-shedegi-259829411.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24721/19/247211977_203:0:2874:2003_1920x0_80_0_0_02f7e10d989089753eab62165ff1437f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მანქანა დაუცხრილეს
18:39 25.09.2021 (განახლებულია: 11:51 27.09.2021) პარტიაში მომხდარი ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დააკისრეს.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
კანდიდატის მეუღლე, ირმა ბენდელიანი დაცხრილული ავტომობილის ფოტოებს ავრცელებს. ინციდენტი ცაგერში დღეს დილით მოხდა. სროლის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
პარტიაში მომხდარი ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დააკისრეს.
„პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას... რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს და გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ...„ოცნების“ ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე, მიგვიყვანა ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე და არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
25 სექტემბერი 2021, 09:45
მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალებს და შესაბამის ფაქტებს პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაუგზავნის.
ტელეკომპანია „პირველი არხის“ ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მომხდართან კავშირი არ აქვს, ხოლო ინციდენტი სწრაფად გამოსაძიებელია.
„ის, რაც დღეს ცაგერში მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი... ვნახე კადრები, სადაც მანქანაზე არის ნატყვიარები, ეს არის პრობლემა, ეს არის სწრაფად გამოსაძიებელი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
შსს-ში ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კვირაში სიტუაცია საქართველოში უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში ოპოზიციასთან შეტაკების რამდენიმე ფაქტი მოხდა. განსაკუთრებით სისხლიანი იყო ინციდენტი დმანისში, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი დაჭრეს. ბრალდებული უკვე დაკავებულია. ის აღმოჩნდა მმართველი პარტიის დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი.
დამკვირვებლებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ძალადობის გახშირებული ფაქტების გამო შეშფოთება გამოხატეს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
23 სექტემბერი 2021, 14:37
მმართველი პარტიიდან ოპოზიციაში წასულმა ექს-პრემიერმა პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია. თავად გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.